ევროკავშირი ბელგიას, იტალიასა და ლუქსემბურგს უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერისა და კორონავირუსული პანდემიისგან მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის 433 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს.
როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბელგია, იტალია და ლუქსემბურგი REACT-EU-ის ფარგლებში, დამატებით 433,79 მილიონ ევროს მიიღებენ.
ბელგიაში, უკრაინიდან ლტოლვილების და სამუშაოს მაძიებლების შრომის ბაზარზე ინტეგრაციის მიზნით, ევროპის სოციალური ფონდიდან (ESF) 33,4 მილიონი ევრო გამოიყოფა.
ლუქსემბურგში დახმარების ფონდი მიიღებს 390 000 ევროს გაჭირვებულთათვის დამატებითი საკვების მიწოდებისთვის.
იტალიაში 136 მილიონი ევრო გამოიყოფა პროგრამის მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლის შემსუბუქებას, ახალი ჯანდაცვის მუშაკების დაქირავებასა და დამატებითი სამუშაო საათების ხარჯების დაფარვას. გარდა ამისა, 264 მილიონი ევრო გამოყენებული იქნება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დოზების შესაძენად.
საერთო ჯამში, 2021 წელს REACT-EU პროგრამამ უკვე გამოყო 40 მილიარდი ევრო, რათა დაეხმაროს წევრ ქვეყნებს. 2022 წლის მარტიდან ევროკომისიამ REACT-EU-ის ფარგლებში წევრ ქვეყნებს 3,5 მილიარდი ევროს ავანსი უკვე გადაუხადა.