ევროკავშირის კრიზისზე რეაგირების საბჭო (IPCR), რომელსაც შვედეთი თავმჯდომარეობს, ჩინეთიდან ყველა მოგზაურისთვის სავალდებულო კორონავირუსის ტესტირების შემოღებას განიხილავს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ტიმ მაკფიმ განაცხადა.
„ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ მხარი დაუჭირა კორონავირუსის სავალდებულო წინასწარი ტესტირების შემოღებას ჩინეთიდან კავშირის ქვეყნებში მოგზაურებისთვის“, - თქვა მაკფიმ.
მისივე თქმით, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, ეს იქნება კოორდინირებული პოზიცია მთელი ევროკავშირის დონეზე და განხორციელდება ეროვნულ დონეზე.