ევროკავშირი და FAO ქართველ ფერმერებს  მარკეტინგისა და ბიზნესუნარების განვითარებაში ეხმარებიან

ევროკავშირი და FAO ქართველ ფერმერებს მარკეტინგისა და ბიზნესუნარების განვითარებაში ეხმარებიან

access_time2020-11-12 15:20:07

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ქართველ ფერმერებს ბიზნესის, ფინანსებისა და მარკეტინგის საფუძვლებში უფასო ტრენინგები ჩაუტარა. ინფორმაციას FAO ავრცელებს.


„ახმეტაში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და თბილისში ჩატარებულ ტრენინგებს 70-მდე ფერმერი დაესწრო, რომლებმაც ბაზრების შესწავლა-შერჩევა, მონაცემთა აღრიცხვა და ბიუჯეტის შედგენა შეისწავლეს.



ტრენინგები მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობაში ჩართული პირებს, რომ საკუთარი სასობლო-სამეურნეო აქტივობები წარმატებულ ბიზნეს მოდელად გარდაქმნან. მარკეტინგისა და ბიზნესის საფუძვლების ცოდნა მათ არა მხოლოდ შემოსავლის პოტენციალის ზრდაში დაეხმარება, არამედ იმ უნარების შეძენაშიც, რომლებიც აუცილებელია ბიზნესგეგმის შესადგენად და როგორც საგრანტო, ისე საბანკო საკრედიტო დაფინანსების მოსაპოვებლად.




ინტერაქტიული ტრენინგები, რომლებიც COVID-19-თან დაკავშირებული ეროვნული რეგულაციების სრული დაცვით განხორციელდა, მოიცავდა პრეზენტაციებს, ვიზუალურ დემონსტრაციებს, კითხვა-პასუხის სესიებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. FAO-ს პროექტების კოორდინატორის, ხავიერ სანს ალვარესის განცხადებით, სასწავლო მოდულები მიზნად ისახავს შემოსავლებისა და მოგების ზრდას ფერმერებისთვის, ასევე, მიწისა და სხვა რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას მწარმოებელთა მიერ.



„ქართველი ფერმერების მხარდაჭერა ევროკავშირისა და FAO-ს მიერ, მრავალგანზომილებიანია და მოიცავს როგორც კაპიტალური სასოფლო-სამეურნეო ინვესტიციების დაფინანსებას, ისე ინოვაციური მეთოდებისა, თანამედროვე ცოდნისა დანერგვას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლებას, წარმატებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის. ძლიერ ფერმერებსა და მწარმოებლებს ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყანაში სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საქმები, რაც ასე მნიშვნელოვანია COVID-19-ის პანდემიის პირობებში,“ განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა.



ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






თეგები:
ტრენინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up