ევროკავშირი და FAO, უკეთესი მოსავლისა და უკეთესი გარემოსთვის, ფერმერებს კონსერვაციულ სოფლის მეურნეობას აცნობენ

ევროკავშირი და FAO, უკეთესი მოსავლისა და უკეთესი გარემოსთვის, ფერმერებს კონსერვაციულ სოფლის მეურნეობას აცნობენ

access_time2022-05-25 12:07:50


ევროკავშირისა და FAO-ს ორგანიზებით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, კონსერვაციული სოფლის მეურნეობის შესახებ ორდღიანი სწავლება ჩატარდა. სემინარს დაესწრნენ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები, რომლებსაც სურთ, გარემოსთან მეგობრული და ხარჯის დამზოგველი მეთოდებით საკუთარი წარმოება გააუმჯობესონ.

FAO-ს საერთაშორისო აგრონომმა კონსერვაციული სოფლის მეურნეობის პრინციპებზე, პრაქტიკებსა და სარგებელზე ისაუბრა, რაც მიწის დეგრადაციის თავიდან აცილებისა და ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების საწინდარია. ნიადაგის მინიმალური დამუშავება დრადიციული, ღრმა ხვნის საპირისპიროდ, მნიშვნელოვნად ზოგავს წარმოების ხარჯებსა და დროს.

„გამოთვლებმა აჩვენა, რომ ის ფერმერები, რომლებიც ხორბლის თესვისას კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მეთოდს, მიწის ნულოვან დამუშავებას იყენებენ, 400-450 ლარის დანაზოგს აკეთებენ, რომელიც მოიცავს ჰექტარზე 30-40 ლიტრი საწვავის და 80-120 კილოგრამი სათესლე მასალის ეკონომიას. გარდა ამისა, ფერმერს ეტაპობრივად შეუძლია პესტიციდების, ჰერბიციდების და მინერალური სასუქების გამოყენების შემცირებაც“, - განაცხადა ჰაფიზ მუმინჯანოვმა, რომელიც სემინარს უძღვებოდა.


სამი წლის წინ, FAO-ს აგრონომებმა კახეთში მიწის ნულოვანი დამუშავებით თესვის პირველი დემონსტრირება მოახდინეს. მოსავლის გაუმჯობესებული რაოდენობისა და ხარისხის შედეგად, იგივე მეთოდის გამოყენება შიდა ქართველის ფერმერებმაც მოისურვეს. ევროკავშირმა და FAO-მ მხარი დაუჭირეს ფერმერების ინიციატივას და საჭირო მექანიზაციითა და ექსპერტული ცონდით უზრუნველყვეს. შედეგად, გასულ წელს 250 ჰექტარზე, ხოლო წელს 315 ჰექტარზე მეტ ფართობზე დაითესა ხორბალი და ქერი, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდით. ფერმერებმა, რომლებიც ამ მეთოდზე გადაერთნენ, მთლიანი ხარჯი 37 %-ით შეამცირეს. ამ მეთოდით ასევე მნიშვნელოვნად იზოგება შრომა, მიწა დაცულია ეროზიისგან, ნიადაგი დატენიანებული და მინერალებით მდიდარი რჩება, რაც ამცირებს საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გვალვების ნეგატიურ შედეგს.

„FAO-ს და ევროკავშირის მიერ, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი მეთოდი - მიწის ნულოვანი დამუშავებით თესვა, მარცვლეულის მწარმოებელ ფერმერებს საშუალებას აძლევს დაზოგონ ფული და მიიღონ უკეთესი მოსავალი. ეს მეთოდი შესაძლოა დამკვიდრდეს და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად იქცეს საქართველოში. ჩვენის მხრივ, მხარს დავუჭერთ დაინტერესებულ ფერმერებს მომავალ წლებშიც“, - განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ევროკავშირის პროექტის კოორდინატორმა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.  პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება.


თეგები:
FAO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up