თუ ევროკავშირს სურს 2050 წლისთვის სათბურის გაზების ნულოვან ემისიას მიაღწიოს, როგორ დაგეგმილია, მაშინ მან დაუყოვნებლივ უნდა ჩადოს დიდი ინვესტიციები დაბალი ემისიის ტექნოლოგიებში - ამის შესახებ საუბარია ახალ კვლევაში, რომლის შესახებაც aussiedlerbote.de წერს.
ციურიხის ETH უნივერსიტეტის მკვლევრები სამეცნიერო ჟურნალში Nature Climate Change წერენ, რომ 2025 წლისთვის, წელიწადში მინიმუმ 302 მილიარდი ევრო იქნება საჭირო, ეს კი 40%-ით მეტია ვიდრე 2016-2020 წლებში განხორციელებული ინვესტიციები. ამასთან ამაში არაა გათვალისწინებული აუცილებელი საინვესტიციო ხარჯები, როგორიცაა, სამშენებლო სექტორი, სატრანსპორტო საშუალებები და სამრეწველო საწარმოები.
მიზნის მისაღწევად საჭირო ტემპისთვის საჭიროა ინვესტიციებში ყველაზე დიდ ნახტომი 2025 წელს განხორციელდეს.
„ევროპის დაბალი ნახშირბადის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროები განახლებადი ელექტროსადგურები, ელექტრო ქსელები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაა“- აცხადებს კვლევის თანაავტორი ლენა კლასენი.
პარიზის კლიმატის შეთანხმებაში მონაწილე მხარეების მიერ აღებული ეროვნული ვალდებულების ფარგლებში, ევროკავშირის დაპირებაა, რომ 2030 წლისთვის კლიმატთან დაკავშირებული ემისიებს 1990 წელთან შედარებით 55%-ით შეამცირებს, ხოლო 2050 წლისთვის მიზანი „სუფთა ნული“ ემისიაა. „სუფთა ნული“ ნიშნავს კლიმატისთვის დამაზიანებელი ემისიების მაქსიმალურად შემცირებას და ატმოსფეროდან გარდაუვალი გამონაბოლქვის მოცილებას, მაგალითად, ხეების დარგვით, რომლებსაც შეუძლიათ ნახშირორჟანგის შთანთქმა.
დაფინანსება შესაძლებელია - მიიჩნევს გლობალური საზოგადოებებისა და კლიმატის ცვლილების მერკატორის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი ფელიქს კრეიციგი. მისი თქმით თუ არსებობს მილიარდობით ევრო გაზისა და ელექტროენერგიის ფასების გაზრდის შესანელებლად, ასევე შესაძლებელი იქნება 87 მილიარდი ევროს გამოყოფაც მომავალში ინვესტიციისთვის.
მკვლევრების თქმით, ნულოვანი ემისიისთვის ტრანსფორმაცია ძვირი დაჯდება, თუმცა ეს იქნება მწარე სამკურნალო აბი.