ევროკომისია დეპორტაციის ახალი სტრატეგიით გეგმავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მყოფი მიგრანტების პრობლემას გაუმკლავდეს.
გერმანული DW- ს ინფორმაციით ევროკომისარმა ილვა იოჰანსონმა 24 იანვარს ბრიუსელში განაცხადა, რომ 2022 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე 300 000 ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, რომელთა უმრავლესობას თავშესაფრის მიღების უფლება არ აქვს. ევროკომისარი თქმით ისინი, ვისაც საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებენ, საკუთარ ქვეყნებში უნდა დაბრუნდნენ.
დეპორტაციის ახალი სტრატეგია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
DW-ს ცნობით, 2022 წელს, ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის, თავშესაფრის მიღების განაცხადების რაოდენობით გერმანია ლიდერობდა, რომელსაც თავშესაფარი 190 749 ადამიანმა სთხოვა, რაც 2021 წელთან შედარებით 57% ით მეტია, გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა შორის, სირიის, ავღანეთის, თურქეთის და ერაყის მოქალაქეები ჭარბობდნენ.
სტატისტიკაში გერმანისა მოსდევს საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრია და იტალია. 2022 წელს თავშესაფრის მიღების ყველაზე ნაკლები განაცხადი ლატვიამ, სლოვაკეთმა და უნგრეთმა მიიღეს.