ევროკავშირი, ციფრული მომსახურების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, სოციალური ქსელის, „ტვიტერის“ დირექტორის, ილონ მასკის სანქცირებას გეგმავს, ამის შესახებ BBC წერს.
სანქციების თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რაც რამდენიმე ჟურნალისტს, რომლებიც ტვიტერის საკითხს აშუქებდნენ, მოულოდნელად გაუქმდათ ანგარიშები.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ განაცხადა, რომ ციფრულ მომსახურებასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონი მოითხოვს მედიის თავისუფლების პატივისცემას.