ევროკავშირი კრიპტოაქტივების „ველურ დასავლეთში“ წესრიგს ამყარებს

ევროკავშირი კრიპტოაქტივების „ველურ დასავლეთში“ წესრიგს ამყარებს

access_time2022-07-01 13:10:00

ევროკავშირი კრიპტოაქტივების რეგულირების ძირეულ წესებზე შეთანხმდა, რადგან ბიტკოინის ღირებულების რყევის გამო მთავრობებს სექტორის გაკონტროლება უჭირთ. ამის შესახებ ევროპარლამენტის მემარჯვენე-ცენტრისტმა დეპუტატმა, შტეფან ბერგერმა განაცხადა, რომელიც მოლაპარაკებებს პარლამენტის სახელით ხელმძღვანელობდა.

Reuters-ის ცნობით, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა კრიპტოაქტივების ბაზრის შესახებ კანონი (markets in crypto assets-MiCA) განიხილეს, რომელიც, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლოს ამოქმედდება.

სააგენტოს შეფასებით, მსოფლიოში კრიპტოაქტივები მეტწილად დაურეგულირებელია. მაგალითად, ევროკავშირის ეროვნულ ოპერატორებს მხოლოდ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა მოეთხოვებათ.

„დღეს ჩვენ დავამყარეთ წესრიგი კრიპტოაქტივების „ველურ დასავლეთში“ და დავაწესეთ მკაფიო წესები ჰარმონიზებული ბაზრისთვის,“ - აცხადებს ბერგერი.

მისი თქმით, „ციფრული ვალუტების ღირებულების ბოლო ვარდნა აჩვენებს, თუ რამდენად სარისკო და სპეკულაციურია ისინი, საპასუხო მოქმედება კი ფუნდამენტურად აუცილებელია.“

ევროპარლამენტის დეპუტატი მწვანეთა პარტიიდან, ერნესტ ურტასუნი აცხადებს, რომ MiCA კრიპტოაქტივების პირველი და ყოვლისმომცველი რეჟიმი იქნება მსოფლიოში, რომელიც ბაზრის ბოროტად გამოყენებისა და მანიპულაციისგან დაცვის მკაცრ ზომებს მოიცავს.


ახალი კანონი კრიპტოაქტივების ემიტენტებსა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიმწოდებლებს მიანიჭებს „პასპორტს“, რომ კლიენტებს ევროკავშირის მასშტაბით ერთიანი ბაზიდან მოემსახურონ, რა დროსაც კაპიტალისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესებს არ დაარღვევენ.

Reuters-ის ცნობით, შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს, რომლებიც კრიპტოაქტივების ორი მთავარი ცენტრია, მსგავსი წესები ჯერ არ დაუმტკიცებია.

მაისში კრიპტოაქტივები, TerraUSD-ისა და luna-ს ტოკენების დაშლის შემდეგ ზეწოლის ქვეშ მოექცა, ხოლო ივნისში კრიპტოვალუტის მსესხებლის მსხვილმა კომპანიამ, Celsius Network-მა თანხები და გადარიცხვები გაყინა. იმავე თვეს ბიტკოინი, დაახლოებით, 17 600 დოლარამდე დაეცა, გუშინ კი 18,900 დოლარად ივაჭრებოდა. ეს მეტად დაბალი მაჩვენებელია თუნდაც მარტის თვესთან შედარებით, როცა ბიტკოინის ღირებულება 48 200 დოლარს შეადგენდა.

ევროკავშირის გუშინდელი მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო ისეთ საკითხებზე, როგორიც არის კრიპტოაქტივების ზედამხედველობა და მათი ენერგიის მოხმარება.

ევროპარლამენტარები შეთანხმდნენ, რომ კრიპტოაქტივების პროვაიდერებმა მომავალში ენერგიის მოხმარებისა და გარემოზე აქტივების ზემოქმედების მონაცემები საჯარო უნდა გახადონ.

დეპუტატ ერნესტ ურტასუნის ცნობით, კრიპტოკომპანიების მთავარი მარეგულირებლები ევროკავშირის ქვეყნები იქნებიან, თუმცა ბლოკის ფასიან ქაღალდებზე ზედამხედველ ორგანოს, ESMA-ს ჩარევის უფლებამოსილება ექნება, თუკი ინვესტორების დაცვას ან ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება.

bpn.ge 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up