ევროკავშირი, მესამე ქვეყნებს სანქცირებული ტექნოლოგიებით ვაჭრობის მონიტორინგის გამკაცრებისკენ მოუწოდებს — ამის შესახებ ინფორმაციას bloomberg ავრცელებს გამოცემის ცნობით მონიტორინგი შეეზება ისეთ ქვეყნებს, სადაც ევროკავშირიდან მოწინავე ტექნოლოგიების და სხვა ისეთი საქონლის იმპორტის მკვეთრი ზრდა, რომელიც შეიძლება, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს შეინიშნება.
გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც მოსკოვს დაუწესდა სანქციები და საექსპორტო კონტროლი, ევროკავშირიდან და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან რუსეთში თანამედროვე ნახევარგამტარების, ინტეგრირებული სქემებისა და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. სანაცვლოდ, აღნიშნული მოწყბილობების მიწოდება გაიზარდა ევროკავშირიდან და „დიდი შვიდეულიდან“ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ყაზახეთი და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე სახელმწიფოში. ამის ფონზე, მკვეთრად გაიზარდა აღნიშნული ქვეყნებიდან რუსეთში ექსპორტი.
ვაჭრობის მონიტორინგის გამკაცრებით, ევროკავშირი ეცდება, დაადგინოს, ხვდება თუ არა სანქცირებული ტვირთი მესამე ქვეყნებიდან რუსეთში.
ევროკავშირი და მისი მოკავშირეები ახლა სულ უფრო მეტად არიან ფოკუსირებული მათ მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობების აღმოფხვრაზე. აშშ ასევე ახორციელებს მზარდ ზეწოლას თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, რათა შეზღუდოს ამ ქვეყნებიდან სავაჭრო ნაკადი რუსეთთან.
სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობების წინააღმდეგ ზომების მიღებაზე თეთრ სახლში 10 მარტს გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც ისაუბრეს.