ევროკავშირი მზად არის, უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონი ევროთი გაზარდოს. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი ძალიან მალე დაამტკიცებს უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფას.
შედეგად, ევროკავშირის მიერ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარება 1,5 მილიარდ ევროს მიაღწევს.