ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 300 მილიონ დოზას შეიძენს.
29 დეკემბერს ევროკომისიამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამატებით 100 მილიონი დოზის შეძენა გამოაცხადა. საერთო ჯამში კი ევროკავშირი Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 600 მილიონ დოზას მიიღებს.
21 დეკემბერს ევროკომისიამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ევროკავშირის ბაზარზე დაუშვა. ვაქცინაცია ევროკავშირის ქვეყნებში 27 დეკემბერს დაიწყო.
imedinews.ge