ხორბალი რუსეთისთვის შესაძლოა ახალი ეკონომიკური იარაღი გახდეს, განაცხადა El Pais–თან ინტერვიუში ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჟოზეფ ბორელმა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
მისი აზრით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ სამყარო კიდევ უფრო დაიყოფა, რაც ეკონომიკურ რყევებს გამოიწვევს. „ხორბალიც ერთგვარ იარაღად გადაიქცევა. რუსეთი უკვე ამბობს: „ჩვენი ხორბალი მხოლოდ მეგობრებისთვისაა და ვინც არ გვემეგობრება, მარცვლეულს ვერ მიიღებს“, – აღნიშნა ბორელმა.
დიპლომატის აზრით, მსოფლიოში შეიძლება ახალი პოლიტიკური პანორამა გამოჩნდეს, სადაც ერთ მხარეს რუსეთი და ჩინეთი იდგებიან, მეორე მხარეს – დასავლეთი. განვითარებადი ქვეყნები ხან ერთი მხარის წინაშე მოიხრიან ქედს, ხან მეორე. ევროდიპლომატიის მეთაურმა ეს მდგომარეობა აშშ–სსრკ–ის ცივი ომის პერიოდს შეადარა.