ევროკავშირი რუსეთის ზოგიერთი მოქალაქისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს - Bloomberg

ევროკავშირი რუსეთის ზოგიერთი მოქალაქისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს - Bloomberg

access_time2022-07-15 09:00:29

ევროკავშირი, უკრაინაში მოსკოვის ომთან დაკავშირებული რუსეთის ზოგიერთი მოქალაქის წინააღმდეგ მიღებული სანქციების გაუქმებას განიხილავს, რადგან ბლოკის იურისტებმა დაადგინეს, რომ შეზღუდვების საფუძველი საკმარისად მყარი არ არის - ამის შესახებ Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით წერს.


მათი თქმით, დაახლოებით 30-მა პირმა მიმართა სასამართლოს და სანქციების სიიდან ამოღება მოითხოვა. დაახლოებით 10-მა ადამიანმა შეზღუდვებისგან გათავისუფლება პირდაპირ ევროკავშირს სთხოვა.


ევროპის საბჭოს იურიდიულმა სამსახურმა ევროკავშირის ელჩებს გუშინ აცნობა, რომ ზოგიერთი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, რადგან სანქცირებული პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მტკიცებულებები, რომლებსაც სანქციები ემყარება იყო სუსტი, ძველი ან არასწორი. წყაროს არ დაუკონკრეტებია რამდენ შემთხვევაში აღმოჩნდა არასაკმარისი საფუძველი ან კონკრეტულად ვის შეიძლება მოეხსნას სანქციები.


მიუხედავად ამისა, მათი რიცხვი იქნება ძალიან მიზერული იმასთან შედარებით, რა ოდენობის ადამიანსაც შეზღუდვები შეეხო. ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ასობით ადამიანს, მათ შორის ათობით მაგნატს, ბიზნესმენს, პოლიტიკოსსა და სამხედრო ოფიციალურ პირებს.



Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ანდრეი მელნიჩენკო და მისი მეუღლე ალექსანდრა არიან მათ შორის, ვინც იურისტების მეშვეობით, მიმართეს ევროკავშირს და სთხოვეს მათი სანქციებისთვის გადაეხედათ. მათ დაასახელეს რიგი ფაქტები, რის გამოც, მათი რწმენით, სანქცირებულთა სიაში უსამართლოდ მოხვდნენ, მათ შორისაა რუსეთის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო მოკავშირეობა. მელნიჩენკო სასუქების გლობალური კომპანია „EuroChem Group„-ის დამფუძნებელია.


წყაროს ცნობით, ევროკავშირს გადაწყვეტილების გადასახედად ასევე მიმართეს ფოლადის მაგნატმა ალექსეი მორდაშოვმა და ლითონის მაგნატმა ალიშერ უსმანოვმა.


ევროკავშირი მომავალ კვირას სანქციების ახალი პაკეტის მიღებას გეგმავს. ახალი მეშვიდე პაკეტით, რომელიც, სავარაუდოდ, ოქროს ექსპორტის აკრძალვას და ზომების გამკაცრებას გულისხმობს, მაგრამ ისევ არ შედის გაზი, სანქციების სია ისევ ფართოვდება და დამატებით 50-მდე ადამიანს და სუბიექტს მოიცავს.


ფიზიკურ პირებზე დაწესებული სანქციების გაუქმებას წევრი ქვეყნების მხარდაჭერა სჭირდება და ზოგიერთი დიპლომატს მოუწოდეს, რომ არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილება.


საერთო ჯამში, ბლოკის სასამართლოში შეტანილია 41 საჩივარი სანქციებთან მიმართებით, რომელიც ეხება ფიზიკურ პირებს, იურიდიულ პირებსა და სექტორულ შეზღუდვებს.


businessformula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up