ევროკავშირი რუსეთს კიბერშეტევაში ადანაშაულებს. როგორც ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული, საჭიროა ზომები მიიღონ რუსეთის წინააღმდეგ ჰაკერული შეტევის გოსთრაითერის წინააღმდეგ, რომელიც მიმართული იყო რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ.
კავშირის 27-მა წევრმა მოსკოვი საერთაშორისო ნორმებისა და კიბერუსაფრთხოების დარღვევაში დაადანაშაულა და დააანონსეს, რომ შესაბამისი ზომები მიღებული იქნება.
ცნობისთვის, გასულ კვირას გერმანიამ განაცხადა, რომ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეუძლიათ თქვან, რომ კიბერშეტევები რუსეთიდან, კერძოდ კი, რუსეთის სამხედრო სამსახურის ბაზებიდან, მომდინარეობს.
წყარო: რეპორტ.ჯი