ევროკავშირმა, როგორც ანტირუსული სანქციების მეათე პაკეტის ნაწილი, შესაძლოა რუსეთში უნიტაზების, ბიდეების და მსგავსი სანიტარული პროდუქტების ექსპორტი აკრძალოს, ამის შესახებ EUobserver-ი იუწყება.
სავაჭრო ემბარგოს მთავარი მიზანია შეაჩეროს მაღალტექნოლოგიური საქონლის გაყიდვა, მაგრამ ახალი პაკეტი ასევე შეიცავს „სიმბოლურ ნივთებს“, წერს გამოცემა.
აკრძალვა შეეხება: ელექტრონიკას, რადიო აღჭურვილობას, პროგრამულ უზრუნველყოფას, საზღვაო კამერებს და დედამიწის იშვიათ მინერალებს, ასევე - სატვირთო მანქანებს, ბუხრებს, აგურს, საბურავებს, კანაფის ძაფს, საფოსტო დახარისხების მანქანებს, თიხის ქოთნების ექსპორტს.