ევროკავშირი რუსი ოლიგარქების ოჯახის წევრებზე სანქციების დაწესებისთვის უფრო მკაფიო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ მალე შესაბამის კანონპროექტს წარადგენს.
ეს ინიციატივა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინის დედამ, მარტის დასაწყისში მოიგო საქმე ევროკავშირის გენერალურ სასამართლოში, სადაც ის სანქციების ნუსხაში მის შეყვანას აპროტესტებდა.
სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის პრიორიტეტად იქცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 10 პაკეტის და 1500-ზე მეტი ადამიანისა და ორგანიზაციის აქტივების გაყინვის შემდეგ.