ევროკავშირი რუსი მილიარდერის რომან აბრამოვიჩისა და კიდევ 14 ადამიანის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს, წერს ავტორიტეტული გამოცემა Financial Times.
გაზეთის ინფორმაციით, სანქციები გავრცელდება რუსულ სახელმწიფო საწარმოებზეც, მათ შორის ავია და გემთმშენებლობაზე, დამატებითი შეზღუდვები დაუწესდება საბანკო სისტემას, აიკრძალება რკინისა და ფოლადის ექსპორტი და სხვ.