ევროკავშირი, საფრანგეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები საქართველოში სოციალური დაცვის ხელშესაწყობად ახალ პროექტს იწყებენ

ევროკავშირი, საფრანგეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები საქართველოში სოციალური დაცვის ხელშესაწყობად ახალ პროექტს იწყებენ

access_time2021-11-10 23:59:58

ევროკავშირი, ასევე საფრანგეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები ერთობლივი ძალებით შეიტანენ წვლილს საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებაში, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.



ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში დღეს ხელმოწერის ცერემონიალით აღინიშნა სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერების შესახებ პროექტის დაწყება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ექსპერტიზ ფრანსისა (Expertise France – Agence Française de Développement Group − AFD ჯგუფი) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ (CzDA), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.



ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ მიკისკამ, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა დიეგო კოლასმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ კატალინ გერმანმა. სამინისტროს პოზიციის შესახებ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, ხოლო პროექტის გუნდმა დამსწრე საზოგადოებას მოკლედ წარუდგინა პროექტი.



„სოციალური დაცვა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების ნაწილია. დემოკრატიულ საზოგადოებაში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ვიზრუნოთ საზოგადოების მოწყვლად წევრებზე და უზრუნველვყოთ, რომ ყველა მოქალაქემ შეძლოს სოციალურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „კოვიდ-19“-ის რეალობის გათვალისწინებით, რადგან უამრავი ადამიანი საჭიროებს დამატებით მხარდაჭერას. ამის გათვალისწინებით, მოხარულნი ვართ, დავიწყოთ ახალი პროექტი Team Europe პარტნიორებთან ერთად, რომელიც იმედი გვაქვს, უახლოეს წლებში პოზიტიურ ცვლილებებში აისახება“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა.



საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის თქმით, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებს შორის უკვე არსებობს გლობალური ალიანსი, მისივე განცხადებით, მოხარულია, რომ ამ თანამშრომლობამ განვითარება ჰპოვა საქართველოში.



„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხისა და შესაბამისი მთავრობების არჩევანს, განავითარონ ძლიერი, დინამიური ევროპული მოდელის დემოკრატიული სისტემა საქართველოში, რაც ლოგიკურია, განხორციელდეს ისეთ წარმატებულ და დინამიურ აღმოსავლეთ ევროპულ დემოკრატიულ სისტემასთან თანამშრომლობით, როგორიცაა ჩეხეთის რესპუბლიკა. ამ ერთობლივი პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სერვისების გაუმჯობესებასა და სოციალური კოდექსის შემუშავებას, წარმოადგენს უფრო ფართო ინსტიტუციური და დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.




საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის, პეტრ მიკისკას თქმით, სოციალური კოდექსის შემუშავება ის საკვანძო რეფორმაა, რომელიც მიმართულია საქართველოში ეფექტიანი სოციალური კეთილდღეობის სისტემის დასაფუძნებლად, რაც ასევე ითვალისწინებს სოციალური დაცვის სერვისების დეცენტრალიზაციას.



„ჩეხეთის განვითარების სააგენტო მოხარულია, ექსპერტიზ ფრანსთან გაერთიანებული ძალებით გააგრძელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობა“, – განაცხადა პეტრ მიკისკამ.



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქე სოციალური რისკებისგან დაცული უნდა იყოს ცხოვრების ყველა ეტაპზე.



„სოციალური კოდექსის შემუშავებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ შევქმნათ სოციალური კეთილდღეობის უფრო ფართო პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე სოციალური რისკებისგან დაცული იყოს ცხოვრების ყველა ეტაპზე, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე. ამ მიზნის მისაღწევად კი, უნდა ჩამოყალიბდეს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის შესაბამისი სისტემები და მექანიზმები. ეს იქნება საქართველოს მიერ გადადგმული დიდი ნაბიჯი წინ, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისკენ“, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.



პროექტი „სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავს​ საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერას სოციალური სერვისების განვითარების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და სოციალური უფლებების გაძლიერების კუთხით. პროექტის ხანგრძლივობაა 24 თვე, ხოლო ძირითადი განმახორციელებელი პარტნიორები არიან Expertise France და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.



პროექტი განხორციელდება სამი ძირითადი მიმართულებით. პირველი კომპონენტი ითვალისწინებს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი დონეზე ხელმისაწვდომი სოციალური სერვისებისა და სოციალური დახმარების (შემწეობის) remittances გაუმჯობესებას. მეორე კომპონენტი ითვალისწინებს სოციალური უფლებებისა და სოციალური მომსახურების შესახებ ინფორმაციის გაუმჯობესებულ ანალიზსა და ფართომასშტაბიან კომუნიკაციას. მესამე კომპონენტის ფარგლებში კი დაგეგმილია სამინისტროსთვის მხარდაჭერის გაწევა სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური უფლებების განვრცობას. კოდექსის შემუშავების პროცესი იქნება ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული, რასაც შედეგად მოჰყვება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკს შემუშავება და საკანონმდებლო პროცესი.



პროექტის პირველი ფაზა უკვე დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პოლიტიკის იმ საკვანძო მიმართულებებსა და სტრატეგიებზე შეჯერება, რომლებიც აუცილებელია სოციალური დაცვის სერვისების განვითარების გასაუმჯობესებლად.



1tv.ge



თეგები:
პროექტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up