ევროკავშირი ხელს უწყობს მწერების საკვებად გამოყენებას

ევროკავშირი ხელს უწყობს მწერების საკვებად გამოყენებას

access_time2023-01-23 12:30:24

ევროკავშირი აფართოებს მოსახლეობისთვის მწერების საკვებ პროდუქტად გამოყენებას: იანვარში გაიცა პირველი ნებართვა ევროკავშირის ბაზარზე ჭრიჭინასებრთა და ფქვილის ხოჭოს ლარვების პროდუქტების მიწოდებაზე.


ამრიგად, ევროკავშირის მწარმოებლებს შეეძლებათ გამოიყენონ ამ მწერების ფქვილი პურის, ორცხობილას, მაკარონის, ხორცპროდუქტების, სოუსების, პიცის, ჩიფსების, კრეკერების და სხვა საკვები პროდუქტების მოსამზადებლად.


5 წლიანი მარაგების ნებართვები, რომლებიც ფუნქციონირებას იწყებს შესაბამისად 24 და 26 იანვარს, ევროკომისიიდან მიიღო ვიეტნამურმა კომპანია Cricket One Co-მ  და ფრანგულმა კომპანია Ynsect NL B.V-მა.


ევროკავშირმა მწერებისგან დამზადებული საკვების გაყიდვა 2018 წლიდან დაუშვა, როდესაც ევროპულ კანონმდებლობაში „ინოვაციური საკვების“ კონცეფცია შევიდა. 2021 წლიდან ევროკავშირის მაღაზიებში კალიების პროდუქტები დაიშვება, 2022 წლიდან - ფქვილის ჭიებისგან. ევროკავშირის ბაზარზე მწერებისგან საკვები პროდუქტების მწარმოებლები და დისტრიბუტორები 2012 წლიდან არაკომერციულ ორგანიზაციაში გაერთიანდნენ - მწერების, როგორც საკვების ხელშეწყობის საერთაშორისო პლატფორმაში (IPIFF).




„„საკვების“ კონცეფციის გაფართოებას საჭმლის ინოვაციური ფორმების ხარჯზე  შეიძლება ჰქონდეს გრძელვადიანი შედეგები, როგორც სურსათის ბაზრისთვის, ასევე მთლიანად სოფლის მეურნეობისთვის.


უპირველეს ყოვლისა, სურსათის ბაზარი შეიძლება მკვეთრად გაიყოს მომხმარებლის პრეფერენციების მიხედვით. იტალიის სოფლის მეურნეობის მწარმოებელთა ასოციაციის Coldiretti-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, იტალიელთა 54% ეწინააღმდეგება მწერების საკვებად მოხმარებას და მხოლოდ 16% უჭერს მხარს ამ იდეას.


მწერების წარმოების ინდუსტრიის მონაწილეები თავისი ინდუსტრიის განვითარების სასარგებლოდ მნიშვნელოვან ფაქტორად წარმოადგენენ  წარმოების მიერ ენერგიის დაბალ მოხმარებას, გარემოსდაცვით  კეთილგანწყობას და კლიმატზე ზომიერი ზემოქმედებას. ასეთი პოლიტიკის შედეგად შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს ტრადიციული საკვები პროდუქტების წარმოება და შესაბამისად გაიზარდოს მასზე ფასები,“-აცხადებს აგრო მზღვეველთა ეროვნული კავშირის პრეზიდენტი პრეზიდენტი კორნი ბიჟდოვი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up