ევროკავშირი პანდემიის დროს სამედიცინო აღჭურვილობის და ვირუსისგან დამცავი საშუალებების შემნახველ ცენტრს ქმნის.
ევროპულ ჰაბში შევლენ ბელგია, დანია, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი, სლოვენია და შვედეთი.
ბელგია პასუხისმგებელი იქნება 10 მილიონი პირბადისა და 10 მილიონი სამედიცინო ხელთათმანების შენახვაზე.
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ კოვიდპანდემიამ ორგანიზაციაში მეტი კოორდინაციის აუცილებლობა და პანდემიისთვის უკეთესად მომზადების საჭირობა გამოავლინა.
ევროპული ჰაბიდან მოხდება წევრ ქვეყნებში პირბადეებისა და ვირუსის სწრაფად გავრცელების დროს დამცავი აღჭურვილობის გადანაწილება. ცენტრში მოიყრის ინფორმაცია ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნის მოთხოვნის შესახებ და ჰაბში შემავალი ქვეყანა მიწოდების სისწრაფეზეც იქნება პასუხიმგებელი. კორონავირუსის პირველი ტალღის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსისგან დამცავი საშუალებების დისტრიბუციისთვის ბელგიაში ლიეჟის აეროპორტი შეარჩია.
ლიეჟიში გაიგზავნა კორონავირუსით დაზარებული სახელმწიფოებში გადასანაწილებლად 100 მილიონი პირბადე, 25 მილიონი სასუნთქი მოწყობილობა და კოვიდ 19 ზე ტესტის ჩასატარებლად 2 მილიონი სპეციალური ნაკრები.
imedinews.ge