ევროკავშირი სანქცირებული ტექნიკით ვაჭრობაზე, რომელიც შეიძლება რუსეთმა უკრაინაში გამოიყენოს, მონიტორინგის გამკაცრებას გეგმავს, ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემა წერს, რომ სანქციების დაწერები შემდეგ, ნახევარგამტარების, ინტეგრირებული სქემების და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტი ევროკავშირიდან და G7-ის ქვეყნებიდან რუსეთში მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა აღნიშნული მოწყობილობების მიწოდება ევროკავშირიდან და G7-ის ქვეყნებიდან თურქეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში, ყაზახეთში, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, გაიზარდა და, თავის მხრივ, გაიზარდა ექსპორტი ამ ქვეყნებიდან რუსეთში.
ვაჭრობის მონიტორინგის გამკაცრებით, ევროკავშირი ეცდება, რომ დაადგინოს, ხვდება თუ არა სანქცირებული ტვირთი მესამე ქვეყნებიდან რუსეთში.