ევროკავშირი შენგენის ვიზაზე განაცხადების მისაღებად ონლაინ პლატფორმას შექმნის. როგორც უცხოური მედია იტყობინება შენგენის ვიზების სრული გაციფრულების შესახებ კანონპროექტს ევროპარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა.
ინიციატივა გულისხმობს ერთიანი ევროპული სავიზო პლატფორმის შექმნას და პასპორტში ქაღალდის ვიზის ციფრული ვიზით ჩანაცვლებას — 2D შტრიხკოდი, რომელიც კრიპტოგრაფიულად დამოწმებულია გამცემი ქვეყნის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ
დაგეგმილია, რომ ახალი პლატფორმა ხელმისაწვდომი გახდება შენგენის ზონის 27 ქვეყნის დასაკავშირებლად 2026 წელს, ხოლო სრულად მუშაობას 2031 წლიდან დაიწყებს.