28 მარტს, ავსტრიის მეთაურობით, ევროკავშირის 11 ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა შექმნეს ალიანსი, რათა წინ აღუდგნენ საფრანგეთის და სხვა ქვეყნების მცდელობას, რომ ბირთვული ენერგია გახდეს ევროკავშირის მიზნის, გააფართოოს განახლებადი ენერგიები, ნაწილი.
ახალი ალიანსი, რომელმაც საკუთარ თავს უწოდა „განახლებადი ენერგიების მეგობრები,“ ცდილობს წინ აღუდგეს მოწინააღმდეგე, საფრანგეთის და პოლონეთის, ასევე სხვა ქვეყნების ჯგუფს, რომლებსაც ევროკავშირის პოლიტიკაში ბირთვული ენერგიის მეტი აღიარება სურთ.
ავსტრია, ბელგიამ, გერმანიამ, დანიამ, ესპანეთმა, ესტონეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდმა და პორტუგალიამ მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში, რათა შეიმუშაონ სტრატეგია მომავალი მოლაპარაკების წინ.
28 მარტს იმ ქვეყნების მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომლებიც ბირთვულ ენერგიას მხარს უჭერენ. დაპირისპირება შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ვითარდება, სადაც ევროკავშირის ქვეყნებმა და კანონმდებლებმა უნდა შეათანხმონ უფრო მკაცრი ზომები, რათა 2030 განახლებადი ენერგეტიკები გააფართოონ. ეს ევროკავშირის იმ გეგმის საკვანძო ნაწილია, რომელიც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებას და რუსეთის გაზისთვის უარის თქმას ცდილობს.
საფრანგეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი აცხადებენ, რომ ევროკავშირის პოლიტიკამ მეტად უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ აღიაროს ბირთვული ენერგიის წვლილი ნახშირორჟანგის ემისიის ოდენობის შემცირებით კლიმატის ცვლილების შეჩერების საქმეში.