ევროკავშირის არასასურველი მიგრანტების თავიდან ასაცილებლად საზღვრების გამტკიცება სურს

ევროკავშირის არასასურველი მიგრანტების თავიდან ასაცილებლად საზღვრების გამტკიცება სურს

access_time2023-02-10 13:30:42

ევროკავშირის ლიდერებმა 9 თებერვალს ბრიუსელში გამართლ  ყრილობაზე განაცხადეს, რომ ისინი არასასურველი მიგრაციის  თავიდან ასაცილებლად საზღვრებს გაამკაცრებენ. ზოგიერთი სახელმწიფო გამოსავლად მეტი ზღუდის აგებას, სხვები კი ეკონომიკურად სუსტ რეგიონებში ცოვრების პირობების გაუმჯობესება მიაჩნია.


ავსტრიის, ნიდერლანდის, ბელგიის, ირლანდიის და დანიის ლიდერებმა საზღვრების არარეგულარული გადაკვეთის რაოდენობის ზრდის გამო შეშფოთება გამოხატეს. შარშან საზღვრის დაახლოებით 330000 უკანონო გადაკვეთა აღინუსხა. „ევროპის ქვეყნებში იზრდება ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არარეგულარულად ჩამოდიან საზღვრებს გარედან“, - თქვა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც ევროპელებმა გადავწყვიტოთ, ვინ შემოდის ჩვენს ქვეყნებში... არა ადამიანებით მოვაჭრეები... მათ, ვინც ლტოლვილის სტატუსს მოიპოვებს, აქვთ დარჩენის უფლება, მაგრამ სხვებს არა და ისინი უნდა დაბრუნდნენ“, თვლის ირლანდიის პრემიერი.

 

იმიგრაცია პოლიტიკურად მგრძნობიარე თემაა ევროკავშირში 2015 წლიდან, როდესაც მილიონზე მეტმა - ძირითადად სირიის ომს გაქცეულმა მიგრანტმა გადაკვეთა ხმელთაშუა ზღვა და ევროპაში ჩავიდა. ევროპის პარლამენტის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, ესპანეთიდან და საბერძნეთიდან ლატვიასა და პოლონეთამდე, 2000 კილომეტრზე მეტი იყო საზღვრის კედლები და ზღუდეებია. 2014 წელს მათი სიგრძე 300 კილომეტრზე ოდნავ მეტი იყო.

 

ევროკავშირში არალეგალურ მიგრაცია უნდა დავამუხრუჭოთ, - თქვა ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა. "ჩვენ გვჭირდება ფული ამისთვის, არ აქვს მნიშვნელობა მას ზღუდეს უწოდებთ, თუ სასაზღვრო ინფრასტრუქტურას. ბულგარეთს სჭირდება დახმარება, როდესაც საქმე ეხება საზღვრის მეთვალყურეობას და პერსონალს, ტექნიკური აღჭურვილობით, ყველა ზღუდე ისეთივე კარგია, როგორც ეფექტური მეთვალყურეობა."


 

ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც განაგებს ბლოკის საერთო ბიუჯეტს, უარს ამბობს საზღვრის ზღუდეების დაფინანსებაზე, თუმცა იხდის სათვალთვალო აღჭურვილობისა და სხვა ინფრასტრუქტურისთვის.

 

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი, ქსავიე ბეტელი წინააღმდეგია ზღუდეების დაფინანსებისა და აცხადებს, რომ ევროპის მემკვიდრეობამ გადალახა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი განხეთქილება და საბოლოოდ შექმნა 27 ქვეყნის ზონას, სადაც მოგზაურებს შეუძლიათ საზღვრების გადაკვეთა შემოწმების გარეშე. "ამ დროისთვის არის ბულგარეთი-თურქეთის საზღვრის თემაა აქტუალური ... მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება - შეიქმნება ახალი ზღუდეები და ახალი კედლები... ანუ რაა დასკვნა, რომ ციხესიმაგრე გვსურს ევროპაში?" მისმა ბელგიელმა კოლეგამ განაცხადა, რომ სიტუაცია "დიდი მიგრაციული კრიზისია", ხოლო ნიდერლანდების პრემიერმა ისაუბრა იმ ქვეყნებისთვის ვიზების და დახმარების შეზღუდვაზე, რომლებიც არ თანამშრომლობენ.

 

საფრანგეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა დახმარება უნდა გაუწიოს ქვეყნებს ევროპის გარეთ სიღარიბესა და ტერორიზმთან, ისევე როგორც გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ნაკლებმა ხალხმა იმოძრაოს.

 

ბლოკის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ „ციხესიმაგრე ევროპაში“ არ არის გამოსავალი და რომ ევროკავშირმა ასევე უნდა შესთავაზოს ემიგრანტებს შესვლის რამდენიმე ლეგალური გზა: „ხალხი მოძრაობს, რადგან მათ ქვეყნებში არ არის მომავალი, არ არის მშვიდობა, არ არის სტაბილურობა. “ - თქვა ბორელმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up