ევროკავშირის ბუნებრივი აირის მოხმარება 2022 წლის აგვისტო-ნოემბერში 20,1%-ით შემცირდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იმავე თვეების (აგვისტო-ნოემბერი) მონაცემებთან შედარებით. ინფორმაციას ევროსტატი აქვეყნებს.
„2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ევროკავშირში ბუნებრივი აირის მოხმარება 20.1 პროცენტით შემცირდა, 2017-2021 წლებში, იმავე თვეებში (აგვისტო-ნოემბერი) ბუნებრივი აირის საშუალო მოხმარებასთან შედარებით“, – წერს „ევროსტატი“.
„ევროსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებამ 18 წევრ სახელმწიფოში 15 პროცენტის მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა, ზოგიერთში კი – 40 პროცენტს. ამ პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარება ყველაზე მეტად შემცირდა: ფინეთში (-52.7%), ლატვიასა (-43.2%) და ლიტვაში (-41,6%).
„ევროსტატის“ მონაცემებით ევროკავშირის ბუნებრივი აირის მოხმარება ყველაზე მეტად გაიზარდა მალტასა (7,1%) და სლოვაკეთში (2,6%).