ევროკავშირის ეკოლოგიური გეგმა ევროპის მძიმე მრეწველობას დააზარალებს

ევროკავშირის ეკოლოგიური გეგმა ევროპის მძიმე მრეწველობას დააზარალებს

access_time2021-07-16 20:00:50

ევროკომისიამ წარადგინა ეკოლოგიური გეგმა EU Green Deal,  რომელიც 2030 წლისთვის ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფას 55%-ით, 1990 წლის დონემდე შემცირებას გულისხმობს.


პირველ რიგში ამისთვის შემოღებულ იქნება ტრანსსასაზღვრო სანახშირბადო გადასახადი  (Carbon Border Adjustment Mechanism, CBAM), რომელიც ევროკავშირში ფოლადის, ალუმინის, ცემენტის, სასუქების და ელექტროენერგიის იმპორტს შეზღუდავს.


სქემა სატესტო რეჟიმში 2023 წლის 1–ლი იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო იმპორტიორები 3-წლიან მოსამზადებელ პერიოდს მიიღებენ - საბოლოოდ გადასახადი ძალაში  2026 წლიდან შევა.


პირველ რიგში, გეგმა ჩინურ და რუსულ კომპანიებს შეეხება, რომლებიც ევროკავშირში რკინის, ფოლადის, ალუმინის, მილების, ელექტროენერგიის და ცემენტის ექსპორტს ახორციელებენ, რადგანაც ამ ქვეყნებში ეკოლოგიური სტანდარტები ყველაზე ნაკლებადაა დაცული.


ეს საკმაოდ სერიოზული დარტყმა იქნება, რადგან, მაგალითად, რუსეთის ექსპორტი ამ დარგებში წელიწადში $7,6 მლრდ–ს შეადგენს.


მაგრამ პრობლემები არა მხოლოდ რუსებს და ჩინელებს, არამედ თავად ევროპელებსაც ექმნებათ.



პირველ რიგში, ეს ავტომრეწველობას შეეხება - კერძოდ, ევროკომისიის გეგმა ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე ეტაპობრივად გადასვლას ითვალისწინებს - 2025 წლისთვის მანქანების მიერ CO₂-ს გამოყოფა 15%–ით, 2030-სთვის - 55%–ით შემცირდეს, ხოლო 2035 წლისთვის საერთოდ უნდა შეწყდეს.


ეს ფაქტიურად ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვას ნიშნავს. პარალელურად ელექტრომობილების მომსახურეობის ინფრასტრუქტურის განვითარება და დამტენი სადგურების რაოდენობის გაზრდაა გათვალისწინებული - უახლოესი 10 წლის მანძილზე ამ დარგში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების სახით 50 მლრდ ევროს ჩადება იგეგმება.


ევროკომისია ასევე  ავიაკომპანიებს და საზღვაო ნაოსნობას ევროკავშირის ფარგლებში გადაადგილებისას ნახშირბადის დაბალი შემცველობის მქონე სინთეტიკური საწვავების გამოყენებას ავალდებულებს.


ევროპული ინდუსტრიის წარმომადგენლები გეგმის წინაამღდეგ უკვე გამოდიან - მაგალითად, ასოციაცია European Aluminium, რომელიც ალუმინის ევროპელ მწარმოებლებს აერთიანებს, ახალი რეგულაციების შემოღებას კატეგორიულად ეწინაამღდეგება, რადგანაც გეგმა უცხოელ კონკურენტების უპირატესობას ანიჭებს და ამავე დროს მას კლიმატის ცვლილების წინაამღდეგ ბრძოლასთან არავითარი შეხება არ აქვს.


პირველ რიგში, ეს ეხება CO₂-ის გამოყოფის კვოტებს, რომლებიც დღეს მძიმე მრეწველობის კომპანიებს შორის უფასოდ ნაწილდება, ხოლო ახალი დოკუმენტი მათ თანაბარ გაყიდვას ითვალისწინებს - როგორც ევროპელი მწარმოებლებისთვის, ასევე უცხოური კომპანიებისთვის.


გეგმა ევროპული კომპანიებისთვის CO₂-ის გამოყოფის სერტიფიკატების შეძენაზე დანახარჯების 75%-ის კომპენსირებას ითვალისწინებს, თუმცა, ეს საკმარისი არ იქნება.  თანაც ამას გადასახადიც დაემატება, რაც ევროპული კომპანიების დანახარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის.


ევროპულ ქარხნებში 1 ტონა ალუმინს წარმოების დროს 6,7 ტონა CO₂ გამოიყოფა.

RBC





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up