ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა

access_time2021-05-21 16:40:00

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, რომელიც აჭარის რეგიონში ვიზიტით იმყოფება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან, თამარ იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


განხილული იქნა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე ტენდენციები, პანდემიის შედეგად შექმნილი გამოწვევები და მათი დაძლევის გზები, აგრეთვე საზღვაო სტრატეგია, რომლის მომზადებაშიც ევროკავშირმა მიიღო აქტიური მონაწილეობა. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად საზღვაო სფეროში საქართველომ უკვე დანერგა დირექტივების 80%, რაც ხელს უწყობს სექტორის უსაფრთხოების, გარემოსდაცვის, განათლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.


„ქვეყანაში საზღვაო ინდუსტრია სწრაფად ვითარდება: მიმდინარეობს მეზღვაურთა შრომის რეფორმა, სტრატეგიის დოკუმენტის დამტკიცება, ნავსადგურების სერვისების გაციფროვნება და საქართველოს დროშის ქვეშ ევროპელი გემთმფლობელების მოზიდვა. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების ფართე სპექტრი მოიცავს საზღვაო ტრანსპორტის დარგის ყველა მიმართულებას როგორც საზღვაო უსაფრთხოების, ისე უშიშროების და ზღვის გარემოს დაცვის მიმართულებით, ამასთან ერთად გატარებული რეფორმები მიზნად ისახავს საზღვაო დარგში დასაქმებლთათვის სოციალური დაცვის გარანტიების შექმანასა და გაუმჯობესებასაც“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში.


სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებისათვის და აღნიშნა, რომ „ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის დარგის წინსვლასა და განვითარებაზე. სწორედ ევროპული სტანდარტების დანერგვამ შექმნა საფუძველი საქართველოს ევროპულ სტურქტურებში სექტორული ინტეგრაციისათვის“.



მისი თქმით, გატარებულმა სისტემურმა რეფორმებმა საქართველოს მისცა შესაძლებლობა შეემუშავებინა საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება. „ევროკავშირის დახმარებით შემუშავდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი საზღვაო გარემოს დაცვითი პოლიტიკის შესახებ. ამ ორი დოკუმენტით საქართველო შეძლებს საზღვაო ტრანსპორტის დარგის მწყობრ, მდგრად და ეფექტიან განვითარებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჩამოვყალიბდეთ წარმატებულ საზღვაო ქვეყნად და სრულად გამოვიყენოდ ის რესურსი, რასაც ზღვა გვაძლევს,“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.


თამარ იოსელიანმა მეზღვაურთა განათლებისა და წვრთნის პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ევროპულ სტანდარტებთან დაახლოვება ქართველი მეზღვაურის ღირსეული დასაქმების გარანტიაა“. მისი თქმით, მეზღვაურები არიან იმ იშვიათი პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც სერვისის ექსპორტს ეწევიან საქართველოდან და ქვეყნის ეკონომიკაში ნახევარი მილიარდ ლარზე მეტი შემოაქვთ, რაც რეგიონის ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.


„განათლებისა და სერტიფიცირების სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგად, ქართველ მეზღვაურებს მსოფლიოს 60 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, მათ შორის 18 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. 2015 წელთან შედარებით 40%-ით არის გაზრდილი ქართველ მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე,“ - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.


აჭარაში ვიზიტის ფარგლებში ელჩი საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა, აკადემიის სამანქანე განყოფილების ლაბორატორია და მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up