ევროკავშირის კითხვარის ეკონომიკური ნაწილი - რა პერსპექტივები აქვს საქართველოს

ევროკავშირის კითხვარის ეკონომიკური ნაწილი - რა პერსპექტივები აქვს საქართველოს

access_time2022-05-02 15:00:29

საქართველომ ევროკავშირის წევრობის თვითშეფასების კითხვარი მიიღო. რა მოლოდინებია კითხვარის ეკონომიკურ ნაწილთან დაკავშირებით და რა პერსპექტივები აქვს საქართველოს, ამის შესახებ რადიო “კომერსანტის” გადაცემაში “პროფესიონალები“ ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტმა  და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. მისი თქმით, თავისუფლების ნაწილში თუ კითხვარში დაკონკრეტებულია ცალკე მიმართულებები, მათ შორის მედიის მიმართულება, 5 ივლისის შეხლა-შემოხლაზე ყურადღება გამახვილდება. 


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


„რაც შეეხება ზოგადად თავისუფლებას, ჩვენ ვიცით რომ თავისუფლება შედგება როგორც  საზოგადოებრივი, ისე  ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისგან და ჯამურად გვაქვს შესაბამისი ხარისხი. ეკონომიკური თავისუფლების ნაწილში თუ ინდექსებს დავეყრდნობით, გარკვეულ ინდექსებში 2016 წლიდან გვქონდა გაუარესება და იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც  გაუმჯობესებაც იყო, შესაბამისად  თუ ამით  იხელმძღვანელებენ,  შეიძლება ამ კითხვას დადებითად გაეცეს პასუხი, თუმცა მედიის და სასამართლოს  თავისუფლების  ნაწილში  ბოლო პერიოდში  მოვიკოჭლებთ”, -  აღნიშნა რამაზ გერლიანმა.


ევროკავშირის კითხვარის ეკონომიკური ნაწილის 316  კითხვა  საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კონკრეტულ სტრუქტურულ გამოწვევებს და პრიორიტეტებს ეხება. კითხვაზე, თუ რა ნაბიჯებია გადადგმული და რამდენად მკაფიოდ აქვს  გაწერილი მთავრობას ეს გეგმა, რამაზ გერლიანი პასუხოbს, რომ  გააჩნია რას მიიჩნევს მთავრობა მაკროეკონომიკურ გამოწვევად. 


“შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რომ ეს კითხვარი პირდაპირ სამთავრობო მონაცემებით და მისი  წარმომადგენლების მიერ უნდა იყოს  შედგენილი, ცუდი არ იქნებოდა რომ სამოქალაქო სექტორი უფრო ღრმად  და  უფრო მეტად ყოფილიყო ამ მიმართულებით  ჩართული. 

რაც შეეხება გამოწვევებს, ვხედავთ, დაწყებული ეკონომიკური  ზრდით, გაგრძელებული ლარის კურსით, ინფლაციით, ფასების  ზრდით დასრულებული, ვხედავთ, რომ  ქვეყანა გამოწვევის წინაშეა.  

რა  საკვირველია, თუ  2016 წლიდან საერთო ტრენდს  ავიღებთ, იგივე  ეკონომიკური  ზრდის  ნაწილი ისე მწვავედ  არ დგას , თუმცა  ის ჩვენგან მაინც მუდმივ კრიტიკას იმსახურებს. ბოლო პერიოდში ეკონომიკური  ზრდის მაჩვენებლის  ნაწილში  გვახსოვს უარყოფით ნიშნულზე ყოფნაც. როდესაც 4-5% -იანი ეკონომიკური  ზრდა  გაქვს ეს ჩვენნაირი ქვეყნისთვის კარგი არ არის, თუმცა რა თქმა უნდა ეს პანდემიურ  პროცესს  დაჰბრალდება და  შესაბამისად ამას შემდეგ უკვე  განხილვის  პროცესში  ევროკავშირი  ამას მხედველობაში მიიღებს. 

რაც შეეხება ინფლაციურ პროცესს და გაცვლით კურსს აქაც  რასაკვირველია მაკროეკონომიკური მიმართულებით  დიდი გამოწვევაა, მაგრამ  ყველაზე დიდი გამოწვევა კონკრეტულ მაჩვენებლებს  შორის არის  უმუშევრობის  ნაწილი, რაც  პირდაპირ მიდის დასაქმების ადგილებამდე, პირდაპირ  მიდის  მიგრაციასთან, რაც ევროკავშირისთვის  ძალიან ყურადსაღებია. იმიტომ რომ  ხშირ  შემთხვევაში არალეგალურ  მიგრანტთა  ნაკადი ჩვენისთანა ქვეყნებიდან მიდიან და ევროკავშირის ქვეყნებში ქმნიან პრობლემებს და ლოგიკურია რომ ამ ნაწილზე  გაამახვილებენ ყველაზე დიდ  ყურადღებას, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც პირდაპირი იმპულსია, თუ რა  მდგომარეობა  ქვეყნის  შიგნით და  მათ  შორის ყველაზე  კარგი  ინდიკატორია  თვითონ ეკონომიკური თავისუფლების და ქვეყანაში თავისუფლების”, -  აღნიშნა რამაზ გერლიანმა.


გასულ თვეებში საქართველომ აჩვენა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა, რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ კითხვარში ეს პოზიტიურად ვერ აისახება, რადგან კითხვარში 2016 წლიდან დღევანდელს ჩათვლით არის მონაცემები მოთხოვნილი.



„2016 წლიდან  დღემდე  არის მოთხოვნილი, შესაბამისად ერთი–ორი თვის ორნიშნა ზრდა მხედველობაშიც  არ იქნება  მიღებული. შესაბამისად,  ეკონომიკურ  ზრდასთან მიმართებაში  ნეგატიურია  ის  კრიზისული  პერიოდი,  როცა  უარყოფითი ნიშნული გვქონდა, თუმცა  საბოლოო  ჯამში ეს  ტრენდში დადებითი მაჩვენებელი იქნება და  სწორედ ამას  ნახავენ. მაგრამ ასევე  ნახავენ ინფლაციურ მაჩვენებელს, რომელიც  ტრენდში საკმაოდ  ნეგატიურია, ასევე  ნახავენ  კურსის ცვლილებას და დასაქმების მაჩვენებელს, რომელიც საკმაოდ ნეგატიურია”, - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.


კითხვაზე თუ რა არის ძირითადი მიზნები  და წესები ფისკალური მონეტარული პოლიტიკის  სფეროში, რამაზ გერლიანი პასუხობს, რომ  ფისკალური პოლიტიკის  ნაწილში თავისუფლების  აქტი  არ იძლევა  შესაძლებლობას,  რომ  გადასახადები  იყოს დამძიმებული, თუმცა მისივე თქმით ირიბი  “გადასახადები”, როგორიცაა აქციზი, მათი  ტვირთი საკმაოდ დამძიმდა და  კითხვართან მიმართებაში დადებით ნაწილს არ ატარებს. მან ასევე აღნიშნა, რომ  ეკონომიკურ პოლიტიკასთან  მიმართებაში მუდმივად დადებით რეკომენდაციებს იძლევა ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს  ეროვნული ბანკი.


გერლიანმა ევროკავშირის კითხვარის ის  ნაწილი რომელიც ბიზნეს გარემოს ეხებოდა  შეაფასა და აღნიშნა, რომ ბიზნესის რეგისტრაციასთან მიმართებაში ერთის მხრივ ადვილია პასუხის  გაცემა და მეორეს მხრივ ფაქტია  ის, რომ საქართველო ამ მიმართულებით მოწინავეა და ძალიან მოკლე  ვადაში, ძალიან კარგ  სივრცეში, სწრაფად  რეგისტრირდება  ბიზნესი, მისივე ვარაუდით ამ ნაწილში მაღალი შეფასება იქნება. 


„რაც შეეხება კორუფციას, ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებული ფაქტი ბევრი არ არის, თუმცა შესაბამის ორგანებს ასეთი შემთხვევების საკმაოდ ვრცელი სია აქვთ. თუმცა იმ ქვეყნებთან შედარებით ვინც ეს გზა გაიარა, საქართველოს კორუფციის დადასტურებული ბევრი ფაქტი არ აქვს, რაც შეიძლება, რომ დადებითად შეფასდეს. თუმცა ბევრი გასაჯაროებული საქმე ვიცით, როდესაც უკვე მუნიციპალურ თუ ცენტრალურ დონეზე ჰქონდა კორუფციულ ფაქტებს ადგილი. 

Რაც შეეხება ლიცენზირების პროცედურას და ლიცენზიას, ლიცენზირებად სფეროში კორუფციის  რისკი ყოველთვის არსებობს და კარგი სისტემა და მენეჯმენტი ამას ყოველთვის აზღვევს. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ კითხვარში კითხულობენ, თუ რამდენი სფერო გვაქვს ლიცენზირებადი და რამდენ სექტორს ეხება ლიცენზია, დაწყებული რადიო სიხშირით, მშენებლობით, წიაღისეულით და სხვა სფეროებით გაგრძელებული  და რამდენად არის ამ სექტორებში ბიუროკრატია, შესაბამისად რაც მეტია ლიცენზირებადი სფერო ის პირდაპირ კორელაციაში იქნება კორუფციულ მექანიზმებთან. იმიტომ რომ რაც მეტ სფეროს მოაქცევ კონტროლირებად ნაწილში, მით უფრო მაღალი გექნება კორუფციის მაჩვენებელი”, -  აღნიშნა რამაზ გერლიანმა.


Რრამაზ გერლიანმა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციასა და რესტრუქტურიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმოებზე კითხვარში იმიტომ არის აქცენტი გაკეთებული, რომ ეს ევროსივრცის თვალთახედვიდან არის დანახული. 


„შესაძლოა წიაღს არაეფექტიანად მართავდე, მაგრამ ის  არ იყოს  უარყოფითი ნიშნით და  ბიუჯეტიდან  არ ითხოვდეს  დამატებით ფინანსურ  რესურს.  ამ შემთხვევაში სახელმწიფო  საწარმოები ბიუჯეტიდან ითხოვენ  დამატებით რესურს. ამიტომაც  ალბათ ყველაზე მეტად  ამ სახელმწიფო  საწარმოებზე  აქვთ  აქცენტი გაკეთებული. თუ ისინი ამ პარამეტრით იხელმძღვანელებენ ბუნებრივია, რომ ყველაზე დიდ ნაწილს სახელმწიფო საწარმოებს დაუთმობდნენ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მხრიდან სრული სურათი ვერ იქნა დანახული,  ვერ  აქვთ  დანახული, ეს  არ  არის  მხოლოდ  საქართველო. იგივე  კითხვარი ექნებათ  უკრაინას  და  სხვა კანდიდატ  ქვეყნებს და მათაც ანალოგიური  პრობლემები აქვთ და შესაძლოა უფრო მეტი პრობლემაც ჰქონდეთ. 

რაც შეეხება უშუალოდ საწარმოების პრივატიზების ნაწილს, ჩვენ ვიცით, რომ ეს პროცესი პერმანენტულად მიმდინარეობს და ერთბაშად ვერ დასრულდება. 2016 წლიდან დღემდე ჩვენი მეცნიერული ვარაუდით რამდენიმე  ასეულ საწარმოზე  იქნება საუბარი, ამის თქმის  საშუალებას  მაძლევს ის რომ 2014 - 2015 წლებში 300 კომპანიაზე მეტი ჰქონდა  ქონების ეროვნულ სააგენტოს, გასულ წელს, როცა ჩვენ გამოვითხოვეთ ი ნფორმაცია, ეს მაჩვენებელი შეადგენდა 107 კომპანიას და ლოგიკურია დანარჩენი ან რესტრუქტურიზებული იქნა, ან მათი  უმეტესობა  იქნა  პრივატიზებული. 

ჩვენ კვლევა  ჩავატარეთ თუ რამდენი საწარმო ჰქონდა  სახელმწიფოს  დარჩენილი საკუთრებაში და  იქ  იყო 36 ერთეული  სააქციო  საზოგადოება, 400-მდე შპს  ბიზნეს  სუბიექტი იყო მოცემული ეს  ის საწარმოებია, რომელიც რჩება  მათ  ბალანსზე, თუმცა  ორგანო რომელიც  განაგებს  სახელმწიფო  ქონებას ამ  შემთხვევაში  ქონების ეროვნულ სააგენტოს ვგულისხმობ მას  მხოლოდ  107 - ზე  ჰქონდა მონაცემი და ლოგიკურია ეს კითხვა  უნდა  დადებულიყო და ძალიან მნიშვნელოვნია, რომ მათ ეს  ინფორმაცია მიეწოდოთ ჩაშლილად  წლების მიხედვით”, - აღნიშნა რამაზ გერლიანმა. 


გერლიანის შეფასებით, პრივატიზების პროცესში ყველაფერი თითქოს წესრიგშია, მაგრამ ეს ასე მხოლოდ ქაღალდზეა.  


„ვინაიდან  ჩვენთან ძირითადად  ფულზე პრივატიზაციის და კონკრეტულად  ერთი მეთოდი გამოიყენება,  ამ შემთხვევაში  აუქციონირების  მეთოდი , ერთი  შეხედვით  გამჭვირვალობას  იძლევა , თუმცა  ის არაეფექტურია და  ის თავის რეალურ  შინაარს  ვერ  პაუსხობს. თუმცა თუ დავაკვირდებით, დავინახავთ რომ სულ რამდენიმე  სუბიექტი თამაშობს და წლიდან  წლამდე უამრავი  აქტივი  ვიხილეთ , მათ  შორის საწამოებთან მიმართებაში როდესაც ჩაიშალა  რამდენიმე  აუქციონი, მათ შორის ყველაზე გაშარჟებული რიყის  დოქები, რომელიც  5- 6-ჯერ  გამოვიდა, ეს უკვე  მოწმობს  იმას, რომ თვითონ მოდელი და მიდგომა, ფულზე  აუქციონის  გზით  გაყიდვა არის  არასწორი. 

არ ვიყენებთ მასიური პრივატიზაციის  მიდგომას,  რესტრუქტურიზაციას ვერც ვიყენებთ და ვერც გამოვიყენებთ, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ვერ  გამოიყენებს  ამ მოდელს. ფართო  პრივატიზების აქციონერების პროცესსაც  არ იყენებენ,  მაგალითად ისეთს, როგორიც  არის  აქციათა  პაკეტის  შეთავაზება და  ლოგიკურია  ვერ გამოიყენებ, როდესაც  სააქციო სძაგებოდა  36 ერთეული გაქვს  და  დანარჩენი გაქვს  შპს. აქციონერების პროცესს ასევე ვერ გამოიყენებს ისეთი დიდი კომპანიები, როგორიც  არის  რკინიგზის მიმართულება  და ეს არის  ძალიან ცუდი და დადებითი შეფასება არ ექნება“, - აღნიშნა რამაზ გერლიანმა. 


Გგერლიანმა საფონდო ბირჟის მუშაობაც შეაფასა და განმარტა, რომ დღეს უკვე ერთ პატარა ჯიხური უფრო მეტს ვაჭრობს, ვიდრე საფონდო ბირჟა, მისი თქმით ბოლო პერიოდის მონაცემების  მიხედვით,  სულ რამდენიმე ასეული ლარი იყო ნავაჭრი, რაც კატასტროფაა.  


თუ ევროკავშირის კითხვარში არის ასეთი შეკითხვა, არსებობს თუ არა  ბირჟა  საქართველოში,  შეუძლიათ  დიახ  ჩაწერონ, მაგრამ თუ რა არის მისი ბრუნვა, ეს  უკვე  ძალიან დიდ  პრობლემას  შექმნის, იმიტომ რომ  ბირჟაზე დღეს  ვაჭრობა  არ მიდის, გერლიანის განმარტებით ბირჟაზე  ფასიანი  ქაღალდები  ივაჭრება და  შპს-ების ქვეყანაში ფასიანი ქაღალდები ამ  სექტორში არ ბრუნავს. 



„რაც შეეხება  ობლიგაციების  ნაწილს, ის მოქმედებს და  ამ ქვეყანაში  ობლიგაციების გამცემი  არის  ცენტრი ანუ სახელმწიფო, დიდ  ქვეყნებში  კერძო  სექტორიც მონაწილეობს და  ჩვენთან არ არის  ესე , შესაბამისად  რაც  ყველაზე მთავარია, ამ  სფეროს  აქვს  ძალიან დიდი მონეტარული კრედო დადებული და იმაზე  უფრო  მაღალია  ჩვენთან მონეტარული ზღვარი, ვიდრე  აშშ-ში,  ჩვენთან  ათასებია  საჭირო და  იქ  შეიძლება  რომ 100 დოლარიდან  შევიდნენ ამ  ბაზარზე., შესაბამისად  ძალიან  კარგი იქნება ევროკავშირის მხრიდან კონტრ  შეკითხვა, სადაც  შესაძლებელი იქნება საუბარი იმაზე, თუ ვინ არიან მოთამაშეები, ამის  შემდეგ აქ  გამოჩნდება რომ ამ ბაზარზე  ერთეული სუბიექტები მონაწილეობენ”, -  აღნიშნა რამაზ გერლიანმა.



თაკო კვაჭანტირაძე







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up