ევროკომიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პუტინის მიერ კრემლში გამოცხადებული უკანონო ანექსია არაფერს შეცვლის.
„რუსი დამპყრობლების მიერ უკანონოდ ოკუპირებული ყველა ტერიტორია, ყოველთვის უკრაინის სურევენული ერის საკუთრება იქნება“,- დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე.
მისე სიტყვებით ევროკავშირის რუსეთს მაღალ ფასს გადახდევინებს. მანდე გააზიარია ევროპული საბჭოს ლიდერთა ერთობლივი განცხადება.
„ევროკავშირის 27 ლიდერი გმობს უკანონო ანექციას, არ ვაღიარებთ და არასოდეს ვცნობთ ყალბ რეფერენდუმებს, არასოდეს ვაღიარებთ უკანონო ანექსიას“, - ეს სიტყვებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაწერა ტვიტერის გვერდზე.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა კი განაცხადა რომ „უკრაინის ტერიტორიების ანექსია საერთაშორისო სამართლისა და ნატოს წესდების უხეში დარღვევაა“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“, ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
Radiotavisupleba.ge