ევროკავშირის ლიდერები აზერბაიჯანსა და სომხეთს პოლიტიკური დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებენ

ევროკავშირის ლიდერები აზერბაიჯანსა და სომხეთს პოლიტიკური დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებენ

access_time2020-10-02 13:00:00

ევროკავშირის ლიდერებმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტზე იმსჯელეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. შარლ მიშელი მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და პოლიტიკური დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებენ.

„შეხვედრაზე მოვლენების განვითარების შესახებ ბოლო ინფორმაცია ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მოგვაწოდა. სიტუაციის ანალიზი წარმოადგინეს ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა და განსაკუთრებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მე მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს.

მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და პოლიტიკური დიალოგის დაწყებისკენ მოვუწოდებთ. ეს არის ერთადერთი გზა უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

ჩვენ მობილიზებული ვართ და ვიქნებით აქტიური, რათა დავიცვათ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა, რამდენადაც შესაძლებელია. სიტუაციის დეესკალაციისთვის ყველამ კონსტრუქციული როლი უნდა ითამაშოს, ვინაიდან ვხედავთ სიტუაციის კრიტიკულ დონეზე ესკალაციას და ეს ჩვენი უკიდურესი შეშფოთების საგანს წარმოადგენს.

პოლიტიკური პროცესის დაწყება შესაძლებელია და ამ კონტექსტში შესაძლო დიპლომატიური არხი არსებობს. უახლოეს დღეებში შესაბამისი ქვეყნებიდან საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ჟენევაშია დაგეგმილი.


ჩვენ გვსურს ყველა შესაძლებლობის გამოყენება. ჩვენ გვსურს შეხვედრა შედგეს, რათა დიალოგი და პოლიტიკური მოლაპარაკებები დაიწყოს”, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის ლიდერების 6-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ევროპული საბჭო მხარეებს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს. აზერბაიჯანმა და სომხეთმა წინაპირობების გარეშე არსებითი დიალოგი უნდა დაიწყონ. ევროპული საბჭო მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ევროკავშირიდან დამატებითი მხარდაჭერის შესაძლებლობების განხილვას სთხოვს“, - წერია ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირის სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up