ევროკავშირის მხარდაჭერით, ქეა კავკასია მოამზადებს უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოში, რათა აწარმოონ თავიანთი ბიზნესი

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქეა კავკასია მოამზადებს უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოში, რათა აწარმოონ თავიანთი ბიზნესი

access_time2023-02-24 15:20:00

2023 წლის 24-26 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო Just Inn Tbilisi-ში, ქეა კავკასია პარტნიორ ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებთან ერთად იწყებს ბიზნეს ტრენინგებს უკრაინელი ხალხისთვის საქართველოში.


ევროკავშირის მხარდაჭერით, ქეა კავკასიამ დაიწყო ახალი პროექტი “ყველაფერი იქნება უკრაინა: უკრაინელი ლტოლვილების მდგრადი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერა  საქართველოში“, რათა ხელი შეუწყოს მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საზოგადოებაში ინტეგრირებას, ეკონომიკური შესაძლებლობების მხარდაჭერითა და დასაქმებისთვის უკეთესი გარემოს ხელშეწყობის გზით.



პროექტის “ყველაფერი იქნება უკრაინა: უკრაინელი ლტოლვილების მდგრადი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერა  საქართველოში“ ფარგლებში, ქეა კავკასია თავის პარტნიორ ორგანიზაციასთან საზოგადოება და ბანკებთან ერთად ჩაატარებს 3 დღიან ბიზნეს ტრენინგს უკრაინელი ლტოლვილებისთვის საქართველოში, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, რათა ხელი შეუწყოს მათ სოციალურ გაერთიანებას და ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში/ბიზნესში. ტრენინგები ჩატარდება არა მარტო თბილისში, არამედ ბათუმსა და ქუთაისშიც. გარდა ამისა, ქვეყნის სხვა რეგიონების დაფარვის მიზნით, პროექტის ფარგლებში ჩატარდება ონლაინ ტრენინგებიც იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ შორეულ და დაუცველ თემებში. შემუშავდა სპეციალური სასწავლო მოდულები, რათა ვუპასუხოთ როგორც დაბალი კვალიფიკაციის მქონე ლტოლვილებს, ასევე ამ სფეროში შედარებით გამოცდილ უკრაინელებს. ტრენინგები მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების ინფორმირებულობის ამაღლებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ბიზნესის დაგეგმვა და ბიუჯეტირება, ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო ვალდებულებები და საშუალებას მისცემს მათ, განავითარონ საკუთარი ბიზნეს ინიციატივები. შერჩეული ბიზნეს გეგმები მომავალში დაფინანსდება ქეას მიერ.


ქეა კავკასია მხარს დაუჭერს უკრაინელ ლტოლვილებს სხვადასხვა პროგრამებითა და მექანიზმებით, მათ შორის, ხელს შეუწყობს უკრაინელების ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და აღდგენას, მათი ბიზნეს უნარ-ჩვევების გაუმჯობესების, განვითარებული და დამწყები ბიზნესების მხარდაჭერითა და დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up