ევროკავშირის მხარდაჭერით, ხელოვანებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მობილობის კონკურსი გამოცხადდა

ევროკავშირის მხარდაჭერით, ხელოვანებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მობილობის კონკურსი გამოცხადდა

access_time2023-02-17 12:30:29

ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის EU4Culture ფარგლებში, მობილობის გრანტების მესამე კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. კონკურსში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხელოვანებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დედაქალაქებში.


გრანტები განკუთვნილია სხვა ქვეყანაში სტაჟირებისთვის, სასწავლო ვიზიტებისთვის, კონფერენციებისთვის, პროფესიული განვითარებისთვის და სხვა საქმიანობისთვის, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებასა და კულტურათაშორის დიალოგს.


კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხელოვანებსა და კულტურის ყველა სექტორის წარმომადგენლებს. კანდიდატი უნდა იყოს 18 ან მეტი წლის და ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ერთ-ერთის მოქალაქე ან ლეგალური რეზიდენტი. კონკურსი განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს მონაწილეებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დედაქალაქებში და საკონკურსო ბიუჯეტის ნახევარს სწორედ მათთვის გამოყოფს (აღნიშნული არ ვრცელდება უკრაინელ და ბელარუს აპლიკანტებზე).


საკონკურსო დაფინანსება მოიცავს ოთხი ტიპის მობილობას:
მოკლევადიანი (7-10 დღე) - 1,500-მდე ევრო
საშუალოვადიანი (11-35 დღე) - 3,500-მდე ევრო
გრძელვადიანი (36-84 დღე) - 5,000-მდე ევრო
ვირტუალური (სხვა ქვეყანაში მიმდინარე ღონისძიებაში ონლაინ მონაწილეობა) - 1,000-მდე ევრო
მობილობის პროექტების განხორციელება 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 31 მაისამდე პერიოდში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და ევროპის სხვა ქვეყნებშია შესაძლებელი.



EU4Culture-ის მობილობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა გოეთეს სააპლიკაციო პორტალის (GAP) საშუალებით უნდა წარადგინოს სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი არჩეული საერთაშორისო მობილობისთვის.


განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 27 მარტი, 15:00 (ცენტრალური ევროპის დროით).


23 თებერვალს 13:00 საათზე ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მობილობის გრანტების შესახებ. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.


ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Culture პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ორი საგრანტო კონკუსის შედეგად155 ხელოვანი და კულტურის სფეროს წარმომადგენელი დაფინანსდა. პროექტი 2024 წლამდე კიდევ ორი საგრანტო კონკურსის გამოცხადებას გეგმავს. ევროკავშირი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მხარს უჭერს კულტურის სფეროს, როგორც ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალის გაძლიერებას რეგიონში. პროექტს, EU4Culture, ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.



თეგები:
კონკურსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up