ევროკავშირის ქვეყნები გაზის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე იმსჯელებენ

ევროკავშირის ქვეყნები გაზის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე იმსჯელებენ

access_time2022-10-25 16:00:05

ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები გაზის ტარიფზე ლიმიტის  დაწესებას სამშაბათს 25 ოქტომბერს განიხილავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.


ევროპა ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების დათრგუნვისთვის მას  შემდეგ იბრძვის, რაც  რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპას გაზის  მიწოდება შეუწყვიტა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ევროპაში ელექტროენერგიის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

 

ლუქსემბურგში შეხვედრის დროს მინისტრები ტარიფზე ლიმიტის დაწესების სამართლებრივ გზებს განიხილავენ, ასევე  ისაუბრებენ ამ გადაწყვეტილების  შესაძლო ნაკლოვანებებზეც.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დღეებში ზომიერი ამინდისა და  ქვეყნებში არსებული საცავების გამო გაზის ფასი დაეცა. ევროკავშირის ზოგიერთმა დიპლომატმა გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამან შესაძლოა ხარჯების  შეზღუდვის იმპულსი  შეაფერხოს, თუმცა  დიპლომატების ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ მაღალი ფასების შესაძლო მწვერვალისგან თავს დასაცავად ლიმიტი ჯერ  კიდევ საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ  როდესაც ზამთარი ახლოვდება.


 

გასულ კვირას ევროკომისიამ  ევროკავშირს  Title Transfer Facility (TTF)-ზე თანხმობა სთხოვა, რომელიც ფასების ზრდის შემთხვევაში გააქტიურდება, რაც ჰოლანდიური გაზის კერაზე სავაჭრო ფასის ლიმიტს გულისხმობს.

 

ევროკავშირის დიპლომატები აცხადებენ, რომ სამშაბათის მოლაპარაკებებმა შესაძლოა ამ  წინადადებას  მწვანე  შუქი  აუნთოს, თუმცა ზოგიერთო  ქვეყანა დამატებთ დეტალებს გზებს იმის შესახებ თუ როგორ იმუშავებს ფასების ლიმიტი.

 

საორიენტაციო ჰოლანდიური გაზის წინა თვის ორშაბათს მინიმუმ 93,35 ევრო/მგვტ/სთ - დ ივაჭრებოდა, რაც  ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა 2021 წლის ივნისის  მაჩვენებელს  ბევრად  აღემატება.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up