ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცეს უკრაინაში თებერვლის შეჭრის გამო.
იგი მოიცავს ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას დადგენილ ფასის ზღვრამდე, ასევე შეზღუდვას ფოლადის ნაწარმის, პლასტმასის და გარკვეული სახის ქიმიკატების იმპორტზე. რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ევროპული „კრიპტოსაფულის“ გამოყენება.
ახალი პაკეტის მიხედვით, ევროპის კომპანიებს აეკრძალებათ რუსეთისთვის საკომპიუტერო ტექნოლოგიური და იურიდიული სამსახურის გაწევა, არქიტექტურული და საინჟინრო პროექტების შემუშავება, ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე.
აიკრძალება რუსეთში სამოქალაქო იარაღისა და სამხედრო მანქანების ექსპორტი და საავიაციო მრეწველობისთვის საჭირო პროდუქციის გაფართოებული სია, ასევე ევროპაში რუსეთიდან ქაღალდისა და ხის მერქნის, სიგარეტის, პლასტმასის და კოსმეტიკური საშუალებების შემოტანა.
აიკრძალება ასევე რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში წარმოებული ნებისმიერი პროდუქტის იმპორტი.
წყარო: radiotavisupleba.ge