რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები მკვეთრად შეამცირა . eurostat - ის ცნობით შეზღუდვების ეფექტი განსაკუთრებით 2022 წლის ბოლო თვეებში შეინიშნებოდა.
ევროკავშირის ქვეყნების იმპორტში რუსეთის წილი 2022 წლის თებერვალ - სექტემბრის პერიოდში 6,4% - იდან 3,8% - მდე, ხოლო ექსპორტი 2,3%-იდან 1.1% -მდე შემცირდა. ევროკავშირის რუსეთთან სავაჭრო დეფიციტმა პიკს 2022 წლის მარტში მიაღწია და 19,6 მილიარდი ევრო შეადგინა, ამის შემდეგ ის თანდათან შემცირდა და 2022 წლის სექტემბერში 9,7 მილიარდი ევრო იყო.
ევროკავშირის იმპორტში 6 ძირითადი პროდუქტებია: ბუნებრივი აირი, ნავთობი, სასუქები, რკინა, ფოლადი და ნიკელი. 2022 წელს ევროკავშირიდან ნიკელზე მოთხოვნა ოდნავ გაიზარდა, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნა ნახშირზე დაფიქსირდა. ( 2021 წლის 45% - იდან, 2022 წლის მესამე კვარტალში 13%- მდე) ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 36% იდან 18% - მდე, სასუქებზე 29% იდან 17% მდე და რკინა ფოლადზე 16% იდან 5% მდე შემცირდა.