ევროკომისიის წევრმა იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინოლდსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში დღეისათვის გაყინულია 17,4 მლრდ ევროს ღირებულების რუსული ფონდების აქტივები.
„ეს არის უზამაზარი თანხა - 17,4 მლრდ ევრო, თუმცა ამ აქტივების 90% მოდის კავშირის წევრ 7 სახელმწიფოზე. აუცილებელია, რომ ყველა წევრმა ქვეყანამ ერთნაირად მოითხოვოს სანქციების აღსრულება და ამასთან, კორექტულად მიაწოდონ კომისიას ინფორმაცია იმ აქტივების შესახებ, რომელთა გაყინვაც შესაძლებელია“, - განაცხადა მან ლუქსემბრუგში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა.
მისივე თქმით, ამ თემაზე საუბარი იყო ევროპულ საბჭოში კავშირის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე.
მანამდე ითქვა, რომ ევროკომისიამ გამოთქვა სურვილი, დაეკისროს ევროპულ პროკურატურას ვალდებულება, გამოავლინონ სანქციების დამრღვევები და მკაცრად დასაჯონ ამისთვის.
bpn.ge