ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე მეტი საფრთხის შემცველი პროდუქტი სათამაშოებში გამოვლინდა

ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე მეტი საფრთხის შემცველი პროდუქტი სათამაშოებში გამოვლინდა

access_time2023-04-24 10:59:19

გამოქვეყნდა ევროკავშირის სახიფათო არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემის 2022 წლის ანგარიში. სისტემა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას აერთიანებს. მისი მეშვეობით ხდება ინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გამოვლენილი საფრთხის შემცველი არასასურსათო პროდუქციის შესახებ. მონაცემები ყველასათვის ხელმისაწვდომია ვებსაიტზე


ინფორმაციას ამის შესახებ momxmarebeli.ge ავრცელებს.

 

„2022 წელს გამოვლენილი ყველაზე გავრცელებული საფრთხე იყო იმ ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება, რომელსაც სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქცია შეიცავდა (შემთხვევების 35%). ამას მოსდევდა ფიზიკური დაზიანებისა (შემთხვევების 25%) და გაგუდვის საფრთხე (შემთხვევების 14%), რომელიც, როგორც წესი, უკავშირდება მცირეწლოვანი ბავშვებისათვის განკუთნილი სათამაშოებიდან, ან ტანსაცმლიდან პატარა ნაწილების მოძრობას, დაშლას, რომლებსაც ბავშვი პირში ჩაიდებს).

 

იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებშიც ყველაზე მეტი საფრთხეები იყო გამოვლენილი, მეორე წელია სათავეში უდგას სათამაშოები (შემთხვევების 23%) და ავტომობილები (შემთხვევების 16%). მათ მოსდევს კოსმეტიკა და პირადი ჰიგიენის საშუალებები (შემთხვევების 10%), აგრეთვე, ელექტრომოწყობილობები (შემთხვევების 8%).

 

2022 წელს კოსმეტიკასა და პირადი ჰიგიენის საშუალებებში გაცილებით მეტი საფრთხე გამოვლინდა, ვიდრე წინა წლებში. ეს გამოწვეული იყო დამატებითი ქიმიური ნივთიერებების აკრძალვით ევროკავშირში.

 


თუმცა, ასევე ნიშანდობლივია სათამაშოებში ქიმიური ნივთიერებების - ფტალატების გადაჭარბებული ოდენობების ხშირი აღმოჩენა, რომლებიც რეპროდუქციულ სისტემასა და თირკმელებს აზიანებს.

 

აღსანიშნავია, რომ კონტროლის მაღალი დონის მიუხედავად, ევროკავშირში პროდუქტის უსაფრთხოების ზოგადი რეგულაციის გადახედვა იგეგმება. ახალმა რეგულაციამ უკეთ უნდა უპასუხოს ტექნოლოგიების განვითარებითა და ონლაინგაყიდვების გაზრდით გამოწვეულ რისკებს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით გასულ წელს ევროკომისიამ უკვე აამოქმედა ელექტრონული ზედამხედველობის ინსტრუმენტი, ე.წ. “web crawler”. მისი მეშვეობით ხდება ონლაინმაღაზიების მიერ შეთავაზებული საფრთხის შემცველი პროდუქტების გამოვლენა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია სწრაფი განგაშის სისტემითაა გავრცელებული. გასული 6 თვის მანძილზე ამ ინსტრუმენტის მეშვეობით 616 ათასი ვებსაიტის ინსპექტირება მოხდა.“  ნათქვამია ევროკომისიის საიტზე დაყრდნობით მომზადებულ სტატიაში.

 

როგორც momxmarebeli.ge-ის სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის აბსოლუტურ უმრავლესობასთან დაკავშირებით არ არის დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნები და სახელმწიფო კონტროლი. მაგალითად, კოსმეტიკა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, ასევე, ელექტრომოწყობილობები კონტროლს არ ექვემდებარება.

 

სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლი 2021 წლის შუიდან დაიწყო. თუმცა, კონტროლის მასშტაბები მცირეა. 2022 წელს ქვეყნის ადგილობრივ ბაზარზე  მხოლოდ 110 ნიმუში შემოწმდა. 

 

გარდა ამისა, საქართველოში არ არის რეგლამენტირებული სათამაშოებში ბევრი საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენება, მათ შორისაა, ისეთი ფართოდ გავრცელებული ნივთიერებები, როგორებიცაა ფტალატები, რომელთა შესახებაც ევროკომისიის ანგარიშში იყო აღნიშნული.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up