ევროკავშირის ქვეყნებთან ქართული კომპანიებისთვის გადაზიდვების კვოტის ზრდაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ევროკავშირის ქვეყნებთან ქართული კომპანიებისთვის გადაზიდვების კვოტის ზრდაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

access_time2022-03-16 10:49:37

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის სექტორში მომუშავე კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და დარგში არსებული ვითარებაზე, გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე ესაუბრა. შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობდა საქართველოს სართაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია.


ლევან გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმებებზე “საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“, რომლებიც გაფორმებულია 34 პარტნიორ ქვეყანასთან. ასევე აქცენტი გაკეთდა ECMT (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია / საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესზე, რომელიც უფლებას აძლევს ნებართვის მფლობელს, განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები 44 წევრ ქვეყანაში.


„საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და მასზე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი გადის. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რეგისტრირებულმა კომპანიებმა, რომლებიც სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების სექტორში საქმიანობენ, შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრება. ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა გაიზარდოს გადაზიდვების კვოტა ქართული კომპანიებისთვის. ჩვენ დარგში მომუშავე კერძო სექტორს გავუზიარეთ სახელმწიფოს მიდგომა ბევრი მიმართულებით, მათ შორის, გავაცანით დაგეგმილი ღონისძიებები და შევაჯერეთ პოზიციები. ვისაუბრეთ დარგში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებზე,“ - განაცხადა ლევან გამყრელიძემ.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განხორციელდა საკადრო რეორგანიზაცია და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დაემატა შტატები, გაიმიჯნა ნებართვის მიღებაზე, დამზადებასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირები. გარდა ამისა, განახლდა სამინისტროს ვებგვერდი, ხოლო მომხმარებელთა რიგების შემცირებისა და დროის დაზოგვის მიზნით ამოქმედდა ცხელი ხაზის სერვისი. ასევე გაიხსნა ახალი ოფისი თბილისში, რომელიც სრულადაა აღჭურვილი ახალი ტექნოლოგიებით, აგრეთვე იგეგმება ფილიალის დამატება ქუთაისშიც.



შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეფექტურ და საქმიან კომუნიკაციას სააგენტოს ადმინისტრაციასა და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის დარგში მომუშავე კერძო სექტორს შორის. აღინიშნა, რომ კომუნიკაცია სააგენტოს ადმინისტრაციასა და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის სექტორში მოღვაწე კერძო სექტორს შორის გაგრძელდება.


საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სააგენტოს პირველი მოადგილე ნიკოლოზ გვენეტაძე და საქართველოს სართაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელი გია წიფურია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up