„ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება, რომელიც საქართველოს და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს და კონკურენტუნარიანს გახდის“ – ლევან დავითაშვილი

„ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება, რომელიც საქართველოს და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს და კონკურენტუნარიანს გახდის“ – ლევან დავითაშვილი

access_time2022-06-03 10:15:11

„ენერგეტიკული რესურსების ალტერნატიულ მარშრუტებს და ზოგადად, მიწოდების დივერსიფიკაციას დღევანდელ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა განვავითაროთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც საქართველოს უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა, ასევე წვლილი შევიტანოთ საერთო ევროპულ ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობაში“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა GLOBSEC 2022 BRATISLAVA FORUM-ის ფარგლებში გამართული ღონისძიებების დასრულების შემდეგ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ვიცე-პრემიერი სლოვაკეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.


ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც დღეს დგას, არის მაღალი ინფლაცია, დამოკიდებულება ენერგორესურსებზე, ამა თუ იმ წყაროებზე, მათ შორის ასევე არის სასურსათო პროდუქტების სავარუდო დეფიციტი და საქართველოს განსაკუთრებული როლი გააჩნია იმისთვის, რომ ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეიტანოს.


„ვისაუბრეთ იმაზე, რომ დასაჩქარებელია ე.წ ეკონომიკური და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესი, როდესაც უფრო სწრაფად მოხდება განახლებად ენერგიასა და ამ ენერგიის წყაროებზე გადასვლა. ამ მიმართულებით, საქართველოს პოტენციალი ყოველმხრივ აღინიშნება - ჩვენს ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების ძალიან დიდი შესაძლებლობები და ამ კუთხით საქართველოს მთავრობისთვის ეს მიმართულება პრიორიტეტულია“ - აღნიშნა მინისტრმა.


ლევან დავითაშვილის თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება.


„ვფიქრობ რომ ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება, რომელიც საქართველოს და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს და კონკურენტუნარიანს გახდის იმისთვის, რომ ეს იყოს ალტერნატიული სატრანსპორტო ნაკადების საიმედო წყარო და საქართველომ კიდევ უფრო ეფექტიანად შეასრულოს თავისი სატრანზიტო ფუნქცია. რა თქმა უნდა, მე შევეხე ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობასაც“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up