2022 წლის ოქტომბერში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, პოლონეთმა ყველაზე დროებითი დაცვის სტატუსით ყველაზე მეტი - 54 520 უკრაინელი დევნილი შეიფარა.
პოლონეთს მოჰყვება გერმანია, რომელმაც 37 595 უკრაინელი მიიღო, იტალია (8 620), რუმინეთი (8 425) და ბულგარეთი (7 250). აღნიშნულს მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.
2022 წლის სექტემბერთან შედარებით, დროებითი დაცვის სტატუსით უკრაინელების რაოდენობა ევროკავშირის 26 წევრი ქვეყნიდან 22-ში შემცირდა. ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა გერმანიაში (-14 385), შემდეგ - იტალიაში (-3 750), ამას მოჰყვებიან რუმინეთი (-1 290) და დანია (-1 020). უკრაინელი დევნილების ნაკადის მიღების კუთხით ზრდა დაფიქსირდა ბულგარეთში (+2 770), ირლანდიაში (+1 210), პოლონეთსა (+975) და უნგრეთში (+20).