„ევროკავშირის საბჭო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს 24 თებერვლამდე დაამტკიცებს“ - ჯოზეფ ბორელი

„ევროკავშირის საბჭო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს 24 თებერვლამდე დაამტკიცებს“ - ჯოზეფ ბორელი

access_time2023-02-20 23:00:02

ევროკავშირის საბჭო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს 24 თებერვლამდე დაამტკიცებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

„ჩვენ განვიხილეთ მეათე პაკეტი, რომელიც ევროკომისიამ წარუდგინა საბჭოს დასამტკიცებლად. ვფიქრობ, მისი დამტკიცების გზაზე ვართ და ის დამტკიცებული იქნება უახლოეს საათებში, უახლოეს დღეებში, ნებისმიერ შემთხვევაში 24 თებერვლამდე. სანქციების შემდეგი პაკეტი იქნება დამტკიცებული 24 თებერვლამდე. დაბრკოლებები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, გადალახული იქნება. ეს არის ყველა მინისტრის დაპირება. საბჭოში პაკეტის მიმართ ძლიერი მხარდაჭერაა და დარწმუნებული ვარ, რომ მის დამტკიცებას კვირის ბოლომდე შევძლებთ“, – განაცხადა ბორელმა.

 

სანქციების მეათე პაკეტი მოიცავს სანქციებს ოთხი რუსული ბანკის წინააღმდეგ, შეზღუდვებს რუსეთიდან იმპორტზე, მათ შორის კაუჩუკზე, რუსეთში ექსპორტზე, მათ შორის სატვირთო მანქანებზე.

 

ბორელმა უკრაინისთვის შეიარაღების სწრაფად მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


 

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს. სიჩქარე ნიშნავს ადამიანების სიცოცხლეს და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად. არა მხოლოდ უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა, არამედ გავაკეთოთ ეს სწრაფად. უნდა გავაგრძელოთ მიწოდება, რაც საჭიროა. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები. ევროპის მშვიდობის ფონდი გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსებას და წვრთნას ჩვენი საწვრთნელი მისიის ფარგლებში. როგორც ბოლო დღეებში არაერთხელ ვთქვი, უკრაინის არმიას სჭირდება დიდი რაოდენობით აღჭურვილობა, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

 

ბორელის თქმით, ევროკომისია წარუდგენს მარტში ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შეთავაზებას უკრაინის დასახმარებლად. მან თავდაცვითი მრეწველობის ინდუსტრიის გააქტიურების პროცედურის დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს კვირებში უკრაინის სწრაფად დახმარების გზა არის მისთვის ევროკავშირის ქვეყნების შეიარაღებაში უკვე არსებული იარაღის მიწოდება.

 

„ვერ დაველოდებით ახალი იარაღის წარმოებას, უნდა გამოვიყენოთ, რაც უკვე წარმოებულია და საწყობშია ან ის, რაც უკვე კონტრაქტით გაფორმებულია და უახლოეს დღეებში იწარმოება. უკრაინის არმიისთვის შეიარაღების მიწოდება უნდა იყოს პრიორიტეტული რამდენადაც შესაძლებელია. ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი, საშუალო ვადიანი და გრძელვადიანი ამოცანები, თუმცა დღეს მნიშვნელოვანია მოკლევადიანი ამოცანები“,- განაცხადა ბორელმა.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up