ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკის გარკვეული სექტორების მიმართ დაწესებული შემაკავებელი ზომები 6 თვით, 2023 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივა. გადაწყვეტილება პარასკევს იქნა მიღებული. ამის შესახებ „ევროპეისკა პრავდა“ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
ეს სანქციები პირველად 2014 წელს შემოიღეს უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ და მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლიდან, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო აგრესია წამოიწყო.
სანქციები ახლა მოიცავს სექტორული ზომების ფართო სპექტრს, მათ შორის შეზღუდვებს ვაჭრობაზე, ფინანსებზე, ტექნოლოგიებსა და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, ასევე მრეწველობაზე, ტრანსპორტზე.