ევროკავშირის  საგრანტო პროგრამები იმერეთის მეწარმეებსა და ფერმერებს გააცნეს

ევროკავშირის საგრანტო პროგრამები იმერეთის მეწარმეებსა და ფერმერებს გააცნეს

access_time2022-02-22 12:20:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, იმერეთის მეწარმეებსა და ფერმერებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


შეხვედრის მიზანი იყო მეწარმეებისა და ფერმერებისათვის ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით“ დაფინანსებული საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.



ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიზნით, 40 მილიონი ლარი გამოეყო სამ სახელმწიფო სააგენტოს: ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სააგენტოები, თავიანთი სფეროების მიხედვით, გასცემენ გრანტებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ოპერირებენ და რეგისტრირებულები არიან ევროკავშირის პროგრამით განსაზვრულ 4 საპილოტე რეგიონში: იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში „სოფლის განვითარების სააგენტო“ აფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა მანქანა-დანადგარების და ინვენტარის შეძენა, შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მხარდაჭერა, პროექტის ფარგლებში შეძენილი დანადგარებისა და აღჭურვილობის დამონტაჟებასთან დაკავშირებული სამუშაოების მხარდაჭერა.


სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსდება ტექნიკური დახმარების კომპონენტი: პროდუქტის საერთაშორისო სტანდარტებით ლიცენზირება-სერტიფიცირება, ბრენდინგი და პროდუქციის შეფუთვა, საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება - საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლის ხელშეწყობა. ასევე, სააგენტოს მიერ შესაძლებელია პროცენტის სუბსიდირების და გარანტიის მიკრო და მცირე გრანტების გაცემა; გრანტები 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით მიკრო და მცირე ბიზნესის წამოწყებისათვის ანდა არსებულის გადაიარაღებისათვის.




საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ფინანსდება ისეთი ტიპის პროექტები, როგორებიცაა მცირე გრანტების პროექტები - ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება შემდგომი კომერციალიზაციის და სხვა მიზნით; ინოვაციების საგრანტო პროექტები - ინოვაციური ანდა მაღალტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსება; შესაძლებლობების განვითარება რეგიონული სტარტაპ ეკოსისტემისთვის - STEAM და ICT მიმართულების პროექტები; პრე-აქსელერაციის და სტარტაპების შექმნა/ხელშეწყობის პროექტები.


,,ეს არის ერთ-ერთი უნიკალური პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესს სხვა ფინანსური პირობებით და სარგებლით გააფართოვოს თავისი საქმიანობა, იმისთვის რომ ადგილზე შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და ის ფიზიკური ინფრასტრუქტურა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ქმნის საწარმოების ხელშეწყობისთვის. ასევე, შევსებული იყოს უკვე ინდივიდუალურად სხვადასხვა ბიზნესის მიერ თავისი საქმიანობის გაფართოების თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ საინტერესო პროგრამაა, რომელიც შევსებულია მათ შორის სწავლების თვალსაზრისით ბიზნესისთვის და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი აქტიური მომხმარებელი ეყოლება ამ მიმართულებას“-აღნიშნა მზია გიორგობიანმა.



ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და მისი წინასწარი ჯამური ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია.
საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა და ზოგადი ხედვა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება. მოსალოდნელი შედეგები ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებას; მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ინოვაციების ხელშეწყობას; სიღარიბის შემცირებას და საბოლოოდ - თბილისსა და საპილოტე რეგიონებს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანაბრობების ეტაპობრივ აღმოფხვრას.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up