Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ორშაბათს დილით, ივლისში მიწოდების პირობით, ბარელზე $120,5–ს მიაღწია, რაც 0,9%–ით მეტია პარასკევს სასესიო კვირის დასრულებისას დაფიქსირებულ მაჩვენებელზე. დღის განმავლობაში კი ფასმა კლების მიმართულებით განიცადა კორექტირება და $116–მდე დაიწია.
ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასმა დილის ვაჭრობაზე 1,15%–იანი ზრდა აჩვენა და ბარელი $116,39–მდე გაძვირდა.
ნავთობის ფასზე ზეწოლა ტრეიდერების მოლოდინებმა იქონია, რომელიც ევროკავშირში დაგეგმილი სამიტის გამო გაჩნდა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი უნდა განიხილონ. აღნიშნულ პაკეტში რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხიც მოიაზრება. სანქციების პაკეტის განხილვა სამშაბათს, 31 მაისს დასრულდება.
investing.com