ევროკავშირის სანქციები პუტინის მეგობარ შრედერსაც შეეხება - გერმანია მის ოფისს ხურავს

ევროკავშირის სანქციები პუტინის მეგობარ შრედერსაც შეეხება - გერმანია მის ოფისს ხურავს

access_time2022-05-20 15:00:00

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას მოუწოდებს, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრედერს (1998-2005) სანქციები დაუწესონ. ამის მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიუხედავად, კრემლის რეჟიმთან მისი თანამშრომლობაა. ინფორმაციას უკრაინული „ნოვოე ვრემია“ ავრცელებს.


რეზოლუციის თანახმად, ევროპული სანქციები უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ რუს ოლიგარქებზე, არამედ მსხვილი რუსული კომპანიების გამგეობის უცხოელ წევრებსა და „პოლიტიკოსებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციისგან ფულს ისევ იღებენ.“


უკრაინის ომის დაწყებიდან შრედერს რუსული სახელმწიფო კომპანიების, „როსნეფტისა“ და „გაზპრომის“ ხელმძღვანელობის დატოვება მოსთხოვეს. სხვა საკითხებთან ერთად, ყოფილი კანცლერის მიმართ პრეტენზიები უკავშირდება იმასაც, რომ მას ეს თანამდებობები შესაძლოა, მთავრობის მეთაურად მუშაობის დროს კრემლისადმი ლოიალობისა და „გაზპრომის“ ინტერესების ლობირებისთვის მიეღო.


ამასთან, Reuters-ის ცნობით, გერმანიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული გერჰარდ შრედერის ოფისი დაიხურება, ხოლო მის თანამშრომლებს ახალი თანამდებობები გადაეცემათ. მართალია, გერმანიის ყოფილი ლიდერები, როგორც წესი, ოფისს საჯარო დაფინანსებით იღებენ, თუმცა კანცლერ ოლაფ შოლცის სამპარტიანი მმართველი კოალიცია შრედერის ოფისის დახურვაზე პარლამენტის წინადადებას დაეთანხმა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შრედერმა უარი თქვა პუტინის დაგმობაზე და მას კვლავ ახლო მეგობარს უწოდებს.


გერმანიის ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერის შეფასებით, წარმოუდგენელია, რომ „ყოფილი კანცლერი, რომელიც ღიად ლობირებს პუტინის კრიმინალურ მმართველობას, სამუშაოს კვლავ გერმანელი გადასახადების გადამხდელებისგან იღებდეს.“



Spiegel-ის მონაცემებით, რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში 78 წლის შრედერი გაცილებით მეტს შოულობს იმ 400 000 ევროზე, რასაც გერმანიის სახელმწიფო მის ოფისზე ხარჯავს. გამოცემა აკონკრეტებს, რომ გასულ წელს ყოფილი კანცლერის ოფისის პერსონალისა და მათი მგზავრობის ხარჯმა, თითქმის, 419 ათასი ევრო შეადგინა, რაშიც საოფისე ფართისა და მისი აღჭურვილობის ხარჯები გათვალისწინებული არ არის.


„საბიუჯეტო კომიტეტი აღნიშნავს, რომ ყოფილი კანცლერი, შრედერი აღარ ასრულებს არანაირ დაკისრებულ მოვალეობას, რაც ყოფილ თანამდებობაზე მუშაობიდან გამომიდანრეობს, ამიტომ ოფისი დაიხურება,“ - ნათქვამია ორივე მხარის ერთობლივ განცხადებაში.


Spiegel-ის ცნობით, ასევე, იგეგმებოდა შრედერისთვის თვეში 7000 ევროს ოდენობის პენსიის შეწყვეტაც, თუმცა მას ეს პენსია უნარჩუნდება.


უკრაინის ომის მიმართ შრედერის დამოკიდებულებით მისი ოფისის თანამშრომლებიც კი იმედგაცრუებული დარჩნენ. ოფისის ოთხმა წევრმა ომის დაწყებისთანავე ახალი თანამდებობა ითხოვა.


დარჩენილ პერსონალს ოფისის დახურვის შესახებ დეტალურად აცნობებენ, ხოლო ფაილები სახელმწიფო არქივს გადაეცემა.


bpn.ge




თეგები:
სანქციები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up