ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტი 130 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება - Politico

ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტი 130 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება - Politico

access_time2023-02-13 21:30:41

ევროკავშირი სანქციების ახალ პაკეტში ოთხი რუსული ბანკის, მათ შორის Alfa-Bank-ის ჩართვას და რუსეთში რიგი საქონლის მიწოდების აკრძალვას აპირებს. ამის შესახებ Politico იუწყება

 

„ახალი ფინანსური სანქციები შეეხება ოთხ რუსულ ბანკს, მათ შორის რუსეთის უმსხვილეს Alfa-Bank-ს“, - წერს გამოცემა.

 

მთლიანობაში, სანქციების სიაში დაგეგმილია 130 ფიზიკური და იურიდიული პირის შეყვანა, მათ შორის არიან სამხედროები, სახელმწიფო მედიის ჟურნალისტები, ასევე კომპანიები და ფიზიკური პირები, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასთან ან ვაგნერის ჯგუფთან.

 

გარდა ამისა, ევროკავშირს რუსეთიდან რეზინისა და ბიტუმის იმპორტის აკრძალვა სურს. ასევე, განიხილება რუსეთის მოქალაქეების მუშაობის შეზღუდვა იმ კომპანიების საბჭოში, რომლებიც ისეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ემსახურებიან, როგორიცაა ელექტროქსელები და გაზის მიმწოდებელი კომპანიები.


 

გარდა ამისა, ექსპორტის შეზღუდვებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ევროკავშირიდან რუსეთის ფედერაციაში სატვირთო და სამშენებლო სექტორში გამოყენებული სხვა მანქანების მიწოდებაზე. ასევე, ევროკავშირის ხელისუფლება გეგმავს დააწესოს დამატებითი აკრძალვა რუსეთში ელექტრონული კომპონენტების ექსპორტზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღის წარმოებაში. Politico-ს წყაროს თქმით, გაურკვეველია იმოქმედებს თუ არა ახალი სანქციების პაკეტი ბრილიანტებზე.

 

გარდა ამისა, ბრიუსელი გეგმავს დუბაიში დაფუძნებული იმ გადამზიდავი კომპანიის შავ სიაში შეყვანას, რომელიც არსებული სანქციების გვერდის ავლაშია ეჭვმიტანილი.

 

მანამდე ევროკავშირმა განაცხადა, რომ სანქციების მორიგი, მეათე პაკეტის შემოღება თებერვლის ბოლოდან იგეგმებოდა. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ გეგმის მიხედვით, სანქციების მეათე პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მოიცავდეს აკრძალვებს იმ საქონლის მიწოდებაზე, რომლის ალტერნატივის პოვნა თითქმის შეუძლებელია. აქ იგულისხმება საქონელი, რომელიც ევროკავშირის თქმით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს სჭირდება.

 


თეგები:
Politico



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up