ევროკავშირის სტატუსის მოპოვება ყველაზე მეტად ინვესტიციებს უძრავი ქონების სექტორში გაზრდის - რამაზ გერლიანი

ევროკავშირის სტატუსის მოპოვება ყველაზე მეტად ინვესტიციებს უძრავი ქონების სექტორში გაზრდის - რამაზ გერლიანი

access_time2022-06-22 13:00:10

ევროკავშირისკენ გზაზე, სტატუსის მიღების შემთხვევაში,  რა საინვესტიციო მოლოდინი უნდა ჰქონდეს ქვეყანას და რომელი სექტორებში აქვს საქართველოს ინვესტიციების მიმართულებით ზრდის პერსპექტივა? ამ თემებზე „კომერსანტი“ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტს, ეკონომისტს რამაზ გერლიანს ესაუბრა.


„თუ კანდიდატის სტატუსის მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები, სექტორალურად კიდევ უფრო გაიზრდება ისეთი მიმართულებები რომლებიც ახლაც აქტიურია, მაგალითად საბანკო სექტორი და ენერგეტიკის მიმართულება, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ უნდა ველოდოთ ზრდას უძრავი ქონების კუთხით. როგორი იყო ქვეყნის პოლიტიკა უცხოელების საკუთრებასთან დაკავშირებით, ამაზე კითხვარშიც იყო აქცენტები და ჩვენი შეცდომები ამ მიმართულებით აშკარაა, ამიტომ თუ ეს გამოსწორდება და აკრძალვები შემსუბუქდება, ეს იქნება სწორედ ის სექტორი, რომელიც სტატუსის მოპოვებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - ამბობს რამაზ გერლიანი.


რამაზ გერლიანის თქმით, „საცდელი ვადა“ რომელიც ახლა გვაქვს ინვესტიციების კუთხით ცვლილებებს არ გამოიწვევს და წლების განმავლობაში არსებული კლების ტენდენცია სავარაუდოდ შენარჩუნდება.



„თუ გადავხედავთ ბოლო წლებში ინვესტიციების შემოდინებას, აქ მუდმივად კლების ტენდენცია გვაქვს, მათ შორის პანდემიამდელ პერიოდში და ამას დამატებული ის რეკომენდაცია რაც ევროპარლამენტმა დააანონსა, ვერანაირად ვერ იქნება ზრდადი ტენდენციის წინაპირობა. პრაქტიკულად მოლოდინი გვქონდა უფრო მეტის და რეალურად კანდიდატის სტატუსი ვერ შედგა, მოგვცეს ე.წ. საცდელი ვადა. შესაბამისად დღეს საინვესტიციო გარემოსთვის დადებითი ვითარება არ არის, ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. თუმცა ეს გზა გასავლელი იყო და ჯერ კიდევ გასავლელია, მაგრამ რომ ყოფილიყო უკვე კანდიდატის სტატუსი ეს აშკარა და მკაფიო გზავნილი იქნებოდა ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანას აქვს პროგრესი. დღეს არის რამოდენიმე შენიშვნა, ეს კი არის გზავნილი რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო სულ ჯანსაღი არ არის, იქ არის საუბარი დეოლიგარქიაზე სასამართლო სისტემის პრობლემებზე და ა.შ. რაც პირდაპირ კავშირშია საინვესტიციო გარემოსთან.


მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებს წლები დასჭირდა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მაგრამ თითოეული ნაბიჯი რამდენითაც ისინი მიიწევდნენ წინ, მათი საინვესტიციო გარემო უმჯობესდებოდა და პირდაპირპროპორციულად აისახებოდა მათ ზრდაზე. როდესაც კანდიდატის სტატუს გაძლევენ ეს ნიშნავს ბევრი ტიპის გარემოს შეცვლას, მათ შორის იზრდება დაფინანსება და ეს ავტომატურად აუმჯობესებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ყველა ქვეყანა ვინც კი ეს გზა გაიარა, მათთან ეს პროგრესი ყველ ეტაპზე შესამჩნევი იყო“,- აღნიშნავს გერლიანი.


საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის, (ხოლო უკრაინისია და მოლდოვისთვის - პექსპექტივასთან ერთად, კანდიდატის სტატუსის) მინიჭებაზე უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ლიდერს. მათი შეხვედრა 23-24 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up