2023 წლის იანვარში, ევროკავშირის წევრებს შორის, პოლონეთმა ყველაზე მეტ - 28 445 უკრაინელს მიანიჭა დროებითი თავშესაფარი. ინფორმაციას ევროსტატი ავრცელებს.
პოლონეთს მოსდევს გერმანია, სადაც 28 205-მა უკრაინელმა მიიღო თავშესაფარი, შემდეგ მოდის რუმინეთი (8 955) და ესპანეთი (4 250).
2022 წლის დეკემბერთან შედარებით, იანვარში უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის თავშესაფრის გადაწყვეტილებების რაოდენობა შემცირდა ევროკავშირის 25 წევრიდან 21-ში.
ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა პოლონეთში (-3 415 2022 წლის დეკემბერთან შედარებით), შემდეგ მოდის რუმინეთი (-2 305), იტალია და ირლანდია (ორივე -2 000). ამავდროულად, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა გერმანიაში დაფიქსირდა (+3 095).