ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები დღეს უკრაინის ენერგოუსაფრთხოების მხარდასაჭერად შეხვედრას გამართავენ.
როგორც ცნობილია, შეხვედრის ფარგლებში ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ თხევადი ბუნებრივი აირის ერთობლივი შესყიდვის ალტერნატიულ ფასებს და ასევე შეეცდებიან შეთანხმებას მიაღწიონ ენერგეტიკული რესურსების დაზოგვაზე.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტი 21 ოქტომბერს დასრულდება. მასზე განხილული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად ენერგეტიკის ბაზარზე შექმნილი ვითარება, ისევე როგორც ფასების ზრდის გადალახვის გზები და ევროკავშირის ბიზნესისა და მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენების დაცვა.
წყარო: https://www.interpressnews.ge/