ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ვაქცინაციის სერტიფიკატის შემოღებას მხარი დაუჭირეს.
„ევროპული საბჭო კორონავირუსის ციფრულ სერტიფიკატებზე ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება და მის სწრაფად შემოღებას მხარს უჭერს“, - ნათქვამია ევროკავშირის სამიტის განცხადებაში.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ასევე დაავალეს ევროკავშირის საბჭოს, ივნისის შუა რიცხვებისთვის ევროკავშირის შიგნით გადაადგილებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გადახედოს.
გარდა ამისა, ევროკავშირის სამიტი ასევე მიესალმება ევროკავშირის საბჭოს მიერ მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლის წესების გადახედვას.
20 მაისს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირში ვაქცინაციის სერტიფიკატების დანერგვის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
imedinews.ge